ნახეთ, ზოდიქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ დღეს ფრთხილად

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, ისეთ საქმეს გაუმკლავდებით, როგორზეც არასდროს გიოცნებიათ. შეგიძლიათ, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და მხარდაჭერას მიიღებთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურთან დაკავშირებით მაცდური წინადადება – სავარაუდოდ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება შემოგთავაზონ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა. თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ მეტს ელოდით და უკმაყოფილო ხართ. იცით, რომ მიზნის მისაღწევად ისეთ ადამიანებთან გაერთიანება მოგიწევთ, რომლებიც არ მოგწონთ და შინაგანად მზად არ ხართ თუნდაც ნაყოფიერი, მაგრამ უსიამოვნო თანამშრომლობისთვის. საქმიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმეებში შეფერხებები გელით. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ თქვენ სრულად გამოიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ის გთავაზობთ. სამსახურში მნიშვნელოვანი წინსვლა გელით – მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ უჩვეულო ადამიანები გაიცნოთ, რომლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება. არ არის გამორიცხული რომანტიკული თავგადასავალი.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ბევრი ახალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო პროექტზე მუშაობაში ჩაერთოთ. ოჯახურ პრობლემებს მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე აგვარებთ, ამიტომ ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო სიახლე გელით

ლომი

ისედაც რთულ საქმეს თქვენი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უფრო გაართულებს ეცადეთ, სიმშვიდე და საღი აზრი შეინარჩუნოთ, ეს შეცდომებსა და უხერხულ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებული ხართ, მოსაწყენი საქმე აკეთოთ. ყველაზე დაძაბულ წუთებში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე საშუალებას მოგცეთ, რომ წარმატებას ურთულესი დავალებები შეასრულოთ. ამისთვის საკუთარი შესაძლებლობები გადაუჭარბებლად, ობიექტურად უნდა შეაფასოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა – ეცადეთ უფრო რბილი და დამთმობი იყოთ მათთან, ვინც გიყვართ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ და ამ ენერგიის ღირსეულად გამოყენებას შეძლებთ. ინტუიცია რთული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაში, ინტრიგების გამოვლენასა და ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე უამრავ პრობლემას და დაბრკოლებას შეეჯახება და ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. მოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარება გართულდება. დიპლომატიურობის გამოვლენა მოგიწევთ, რათა სიმშვიდე აღადგინოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა და ეცადეთ, ეს ფაქტორი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. საშუალება გექნებათ, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიაღწიოთ, რაც მიზნის ასრულებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ შეიძლება ერთობლივი დასვენებაც მოაწყოთ

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ნახეთ, ზოდიქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ დღეს ფრთხილად

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება