ნამცხვარი
შაქრის სიროფი
ატამი – 400.00 გ
მარილი
გამაფხვიერებელი
ვანილი
ფქვილი – 0.80 კგ
მარგარინი – 250.00 გ
სოდა – 10.00 გ
მაწონი – 400.00 გ
შაქარი – 0.50 კგ
კვერცხი – 5.00 ც
ტაბულა
მომზადების წესი
1. 5 კვერცხი და 2,5 ჭიქა შაქარი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით. დაუმატეთ 250 გრ გამდნარი კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, 1 სკ გამაფხვიერებელი, ვანილი, 1/4 ჩკ მარილი და 4-5 ჭიქა ფქვილი. მოზილეთ ფაფუკი ცომი.
2. ჩაასხით ცომი ფორმაში და ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ატმები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
3. სანამ ცხობას დაასრულებთ, თავზე მოასხით შაქრის სიროფი და კვლავ შედგით ღუმელში. ასე “პეროგი” უფრო ოქროსფერი და სასიამოვნოდ ნამიანი გამოდის.
4. სიროფი: აადუღეთ 100 გრ წყალი, ჩაყარეთ 150 გრ შაქრის ფხვნილი, ადუღეთ 10-15 წთ.
კომენტარები