ნამდვილად გადამხდა!!..
ოთხმოციანებში ტელევიზიაში ვიწყებდი მუშაობას..დამიბარეს და შიდა ტელეფონის ნომერიც მომცეს.
მივედი ტელევიზიის შესასვლელში, დავრეკე კადრების განყოფილებაში და მითხრეს მოდი და საშვი აიღეო..
კარს მილიციელი იცავდა,ავუხსენი,მაგრამ საშვის გარეშე ვერ შეგიშვებო..დავრეკე ისევ კადრებში,იქიდან მიპასუხეს უთხარი შემოგიშვასოო..!! აბსურდის თეატრი გრძელდებოდა..
რამდენჯერმე განმეორდა მცდელობა,მაგრამ უშედეგოდ..
ეზოში დავდიოდი და ვფიქრობდი,როგირ მოვქცეულიყავი..უცებ გავხედე და ჩემსკენ მთელი სისწრაფით მორბის ორი მილიციელი.რა უნდათ ჩემგან!? გავიფიქრე და გვერძე ჩამირბინეს.მათ მოჰყვა ტელევიზიის თანამშრომელთა მთელი არმია..ყველანი სწრაფედ გამორბოდნენ..ერთერთი მოვიხელთე და რა ხდება მეთქი ვკითხე, მიწისძვრააო მიპასუხა და გაიქცა..
მიწისძვრააოო,ჩავიჩურჩულე და შევირბინე შენობაში,ავირბინე მეორე სართულზე,მოვძებნე კადრების განყოფილება,რომელიც რა თქმა უნდა ცარიელი დამხვდა..შევედი საპირფარეშოში და ფანჯრიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს..როცა შემოლაგდნენ😉 შევედი კადრების უფროსთან,მანაც გამომიწერა საშვი..
რომ არა მიწისძვრა, ეხლაც არ ვიცი როგორ უნდა შევსულიყავი კადრების განყოფილებამდე!!???…☺️😉😂😂😂




დააწკაპუნეთ ფოტოზე