მᲫივები ოცნების
სურნელი ვიგრძენი სურნელი გაზაფხულის
ნაზი და საამო მინდვრების დანამულის
აღარ ვსუნთქავ ჩიტებს ვუსმენ განაბული
იქნებ მითხრან სადაა ჩემი გული დაკარგული
ისინი ჭიკჭიკებენ უსტვენენ მხიარულად
არაფერი ესმით მე კი მინდა ვუთხრა
მინდა დავაბარო შენთან ჩემი სათხოვარი
შენ ხომ ჩემი ფერია ხარ ჩემი სალოცავი
ჩიტები ვერ მეუბნებიან რაც მინდა გავიგო
იქნებ შენ იცოდე ჩემი გული ვინ წაიღო
ვიცი მეტყვი შენი გულის ამბავი არ ვიცი
მაგრამ იქნებ შენთან არის კარგად ნახე რა იცი
ბოლოს რომ ვნახე ძალიან ენატრებოდი
შენზე ფიქრობდა ყველგან ელანდებოდი
წუხდა რომ ვერ იპოვა შენში ადგილი
ვერ გაგრძნობინა სიყვარული ნამდვილი
ის სიყვარული რომლთაც ცოცხლობს თვითონ
ეს ტანჯვაც კი ბედნიერებაა მას რომ ჰკითხო
იძახის მერე რაა თუ ვგრძნობ ტკივილს
მე მიყვარს და არავისთან ვაპირებ ჩივილს
დავითვლი დღეებს სულ ვიქნები მწუხარე
ჩემთვის ვიდგები სხვისთვის ვიქნები მდუმარე
არავის არ გავუმხელ რომ ვტირი ხშირად
რომ ოცნებებს ვკრავ ერთ დიდ მძივად
იქ მძივები არის მხოლოდ ფერადი
მხოლოდ იქ გიყვარვარ შენც ჩემსავით
მე განსაკუთრებით მიყვარს ერთი მძივი
მიყვარს რადგან დავარქვი ჩვენი შვილი
ცხოვრების აზრი ჩვენი პატარა ბაია
რეალობაში კი ეს მძივი ორივეს გვაკლია
მე არ ვწუხვარ ჯერ კიდევ შენ ხარ ჩემი პატარა
იცი გულმა მის სამალავში მხოლოდ შენ დაგმალა

კომენტარები