მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები

2022 წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყურადსაღებია, რომ სიმდიდრის განსაზღვრისას სახელმწიფოს ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც ვერ შევიდნენ ამ სიაში ის ქვეყნები, რომლებიც სამყაროში პოლიტიკურ სიტუაციას კარნახობენ.

ყატარი

მოსახლეობა: 2.6 მლნ. მშპ: 212 მლრდ დოლარი.

მცირე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში.

ამჟამად ლიდერ პოზიციებს იკავებს ნედლეული რესურსების ექსპორტის მოცულობით. ნავთობისა და გაზის მოპოვების გარდა, ყატარი პოპულარული ტურისტული ცენტრია.

მაკაო (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ცენტრი)

მოსახლეობა: 650 ათასი. მშპ: 56 მლრდ დოლარი.

ყოფილი პორტუგალიის კოლონია, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

წარმოადგენს ცალკე ქვეყანას თავისი კანონებით, საბანკო სისტემით, აქვს საერთაშორისო შეხვედრებზე დამოუკიდებლად წარდგენის უფლება.

მაკაო უმსხვილესი კაზინო-გართობის ცენტრია. სწორედ ტურიზმს შემოაქვს ხაზინაში შემოსავლების დიდი ნაწილი.

ქუვეითი

მოსახლეობა: 3.7 მლნ. მშპ: 176 მლრდ დოლარი.

ქუვეითი მეხუთე ადგილს იკავებს ნავთობრესურსების მოპოვების მოცულობით. „შავ ოქროს“ სპარსეთის ყურის სახელმწიფოს მშპ-ს 50% მოაქვს.

ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო მუხლია ფარმაცევტული საქონელი.

სინგაპური

მოსახლეობა: 5.5 მლნ. მშპ: 310 მლრდ დოლარი.

ქალაქი-სახელმწიფო აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია.

ქვეყნის პორტის გავლით ტვირთების უზარმაზარი რაოდენობა გადის. ელექტრო და სამომხმარებლო საქონლის, მანქანა-დანადგარების გაყიდვა ძირითადი საბიუჯეტო შემოსავლებია.

უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლითა და მაღალი სახელფასო შემოსავლებით სინგაპურის მოქალაქეები ცხოვრების მაღალი დონით იწონებენ თავს.

ბრუნეი-დარუსალამი

მოსახლეობა: 400 ათასი. მშპ: 17 მლრდ დოლარი.

ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო. ძირითადი შემოსავალი ნავთობისა და გაზის დარგზეა.

განვითარებული ინფრასტრუქტურის წყალობით ადგილობრივი ქარხნები გადაამუშავებენ ბუნებრივ რესურსებს, რის შემდეგაც მზა ბენზინისა და თხევადი გაზის ექსპორტი ხდება იაპონისა და სამხრეთ კორეაში.

ასევე განვითარებულია ცელულოზ-ქაღალდისა და სამშენებლო წარმოება.

შვეიცარია

მოსახლეობა: 8.2 მლნ. მშპ: 700 მლრდ დოლარი.

ადგილობრივი ბანკების უმწიკვლო რეპუტაციისა და საიმედოობის მაღალი დონე საკვანძო ფაქტორებია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

განვითარებულია ფარმაკოლოგია, მანქანათმშენებლობა, ყველი და საათი კი ცნობადი ბრენდებია.

ხელსაყრელი მდებარეობის გამო აქ უამრავი ტურისტი ჩადის. სწორედ ტურიზმი და უცხოური კაპიტალის მოზიდვა შეადგენს ბიუჯეტის 70%-ს.

სსფ-ის რეიტინგი აჩვენებს, რომ ნავთობისა და გაზის მარაგების ფლობა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი არ არის. ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია წიგნიერ და საქმის მცოდნე პოლიტიკაზე, საიმედო და გამჭირვალე საბანკო სისტემაზე, განვითარებულ მრეწველობაზე, ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

Published in განათლება
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება