მონატრებული ლიახვის ხეობა ❤️❤️❤️❤️❤️

სიზმრად ვნახე აჩაბეთი. __ცხინვალში ” ბოგირზე” ვიდექი ჩვენი ხეობისაკენ მიმავალ ავტობუსის ” ცხინვალი_ კეხვი”ის გაჩერებაზე .თვალებგაფაციცებული მიმსვლე_მომსვლელს ყველას ვაკვირდებოდი ნაცნობ სახეებს ვეძებდი, არსად არვინ ჩანდა .არ მახსოვს შვილებთან ერთად ვიყავი თუ მარტო. ცოტახანში წითელი ავტობუსი ჩამოდგა ეგრეთ წოდებული ” იკარუსი” პატოაანთ მიშას ბიჭი რეზო იჯდა მძღოლად, როგორც იცოდა თბილი ღიმილით გადმოგვხედა ავტობუსში ამსვლელებს. ოსეს გოგო შენც აქა ხარო? გამიკვირდა აბა სად უნდა ვიყოთქო? ვუპასუხე მხრები აიჩეჩა. ის კი მახსოვს ამ ქვეყნიდან ( იტალია) წავედი პირდაპირ ჩემს მონატრებულ სოფელში. სკამზე არ დავმჯდარვარ “ბოგირი”-დან უკვე სოფელში ვიყურებოდი .გადამწვანებული იყო ხეობა .გაზაფხული იდგა.კავკასიონი ისევ ისე ამაყად გადმოსცქეროდა ხეობას. კავკასიის მთებზე ალაგალაგ თეთრი ფთილასავით თოვლი მოჩანდა, “შუა ვენახებიდან” უკვე ჩვენს ეგრეთწოდებულ ყომიაანთეულ ” ზევითბაღში” ვიყურებოდი.ჯონჯოლის ხეები ყვაოდა როგორც იცოდა ხოლმე დახუნძლული იყო ყვავილით, კარაქა ყვავილები ყვითლად მოფენილიყვნენ “სასელო”-სა და “კვირიტავა”-მსხლის დიდი ხეების ძირში , სანთელა ყვავილები ღობის ძირიდან იმზირებოდნენ, თავს იწონებდნენ იები, ბაღის შესასვლელში ბებერი კაკლის ძირში ისევ ისე მოჩუხჩუხებდა სიპქვებზე პატარა ბაწარა წყალი. ჭაობის ბალახი მოსდებოდა ჩვენს წკრიალა წყაროსწყალს მუდამ კამკამას და ცივს.რამდენი მშრომელი გლეხისთვის სული მოუთქმევინებია. ბაღთან შედარებით ამაღლებულ ბეგზე რომ მოჩუჩუხებდა.ჩიტების ჭიკჭიკი არემარეს აცოცხლებდა, სადღაც ახლომახლო ჩიტის ხმა ისმოდა მუდამ რომ თავის ძმას გიოს ეძებდა ” ბიჭო გიო”, ” ბიჭო გიო”, იქ კოდალა ხეს უკაკუნებდა. პატარა მდინარე “მუმლა” ისევ ისე მიდინებოდა თავის კალაპოტში. ჰაერში გაზაფხულის ნოყიერი სურნელი ტრიალებდა .ისევ ისე სიცო ხლე სჩქეფდა ოღონდ სიზმარში.

__ლ. გოგიძის  მოგონებები…

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მონატრებული ლიახვის ხეობა ❤️❤️❤️❤️❤️

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება