მონატრების ტალღა

იასამნის ყვავილით ნაზი გახდა მთვარის შუქი

მავიწყდება როგორ მქონდა შენთან მოსვლის წამი,წუთი

მავიწყდება როგორ მქოდა ყვავილები დანერგული..

შენც ხომ გაქრი,მთვარის შუქზე ვეღარ გხედავ ვეღარც ლანდად

აღარსად ხარ,აღარც დაბლა,ვეღარც ლანდად ვეღარ გნახავ

თვით მგოსანი დაიწყებდა ახლა ამის დამწერლობას

მაგრამ ვის სურს დამანახოს ეს ამბავი ასე უცბად..

ნეტავ ვინმეს ეხსომება? წლების მერე,თუნდაც უხვად,

გადის დრო და ველოდები შენთან მოსვლის ნათელ ურანს

მაინც არხარ,ასე უცბად როგორ გაქრი? მიმატოვე?

‘ცის კალთებსაც შენსკენ მოაქვს ჩემი მზერა,დასაწვავი

მაგრამ შენ ხომ აღარახარ,ვიღას ვნახავ,რაღას ველი

მაინც ცაზე მოსჩანს ლანდი,თითქოს შენხარ და ვმშვიდდები

მონატრების მორევისგან დატანჯულ გულს ალმურს ვდებდი

მთვარესავით ცივად მესმის ღამის ხმები,ცივად მოჩანს სადღაც შორსაც შენი თვალის ცივი ფერი

რაღაც გულსაც აღარ ახსოვს იასამნის ნაზი ფერი…

‘სულ დამუნჯდა ყველაფერი,ალბათ მთვარეს ასე სურდა,რომ გაექრო ყველა წამი ერთმანეთის დასაწუნად’

როგორ ვიგრძნო შენი მოსვლა შუა ღამის ცივ,ლურჯ ცაზე?

მითხარი და შევინახავ საიდუმლოს სამარემდე

ალბათ ცაზე გამოჩნდები,ვასრკვლავივით გაანათებ

ანდა სულაც დამინახავ და დამითვლი ჩუმად წამებს..

იქნებ მთვარის გვერდით მეტყვი -მოვედიო და გაქრები?

ანდა იქნებ ცაზე ვნახავ მოკაშკაშეს,..

ფერხულივით ჩამიქროლებ და დადგები ჩუმად,სადმე

მე აქ ვრჩები,არსად წავალ შენ მოსვლამდე,

იასამნის გვერდით ვწევარ,ესეც მათბობს,როგორც მთვარე

სურნელებამ აქ დამათრო,მთვარის შუქზე გელოდები

შენს საფლავთან მოელვარე ვარსკვლავს ვეტრფი,როგორც გედი

იქნებ შენ ხარ და იყავი? ანდა სულაც სულ ჩემთან ხარ..

მგონია რომ აღარხარ,გაგიტაცა ცივმა ქარმა

მაგრამ იასამნის რტოზე გედი დაჯდა დასანანად

მთვარესავით ნაზად მითხრა რომ აქხარ და არსად წახვალ

ხოდა,ახლა გელოდები,შენს მოსვლამდე აქ დავრჩები..

ალბათ ახლა მეც გამაქროს ვერცხლისფერი,ცივი ღამე,

მაგრამ მაინც დაგიტოვებ იასამნის ყელსაბამეს-დაგიტოვებ და შევაბამ ჩემი გულის ცუსფერ ტალღებს.

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მონატრების ტალღა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება