მონატრება

მომენატრე…

რა დრო გავიდა – არა?!

ახლა ფანჯარასთან ვზივარ, მთვარე და ლამპის შუქი მინათებს ღამეს, მაგრამ იცი, ჩემთან როდის დაღამდა?! – შენ რომ წახვედი, აი ზუსტად მაშინ დაღამდა, არადა სიბნელის მეშინოდა, ახლა კი, ჰაჰ..

ახლა, სინათლის მეშინია, სინათლეს სიცივე მოაქვს, რადგან როცა მზეა, მთელი ღამის ნაშფოთალი ვიღვიძებ, ოფლით გაწუწული, ოდნავ ნიავზეც მცივდება, შენ კი..

ჯანდაბა.. შენ ვერ გამათბობ, ალბათ შენც გცივა.

მომენატრე…

ისე როგორც, არასდროს არავინ, თურმე აქამდე არ მომნატრებია.

დღემდე მეგონა სიყვარულზე დიდი არ არსებობდა და არც იარსებებდა, სამყაროში რამე უფრო ძლიერი. ამ წუთს კი მეცინება, სიყვარული არაფერია…

აქამდე მეგონა, მავსებდა – თურმე ვცდებოდი.

მიყვარდი, მაგრამ გიღალატე..

არა, არა! მეშლება შენ – კი არა, მე ჩემს თავს ვუღალატე. არ მიყვარხარ, ისე ძლიერ არ მიყვარხარ, როგორც მენატრები!

“გეხვეწებოდი, წლების წინ გთხოვდი

– გთხოვ წამიყვანე, ტანჯვაა, შენს გარეშე..

ამ წამს, არ მინდა, მართლა არ მინდა..

ხარ მანდ უჩემოდ და ითარეშე! “

გაინტერესებს, ხომ რატომ აღარ მომიწევს შენსკენ გული?!

მერე, მონატრება გამიქრება.

რომ დავფიქრდი, არ მენატრები…

უფრო მაკლიხარ, მწყურიხარ, როგორც უდაბნოში მოხეტიალე დავრიშსს წყალი.

მგონია ოაზისი ხარ, შუაგულ საჰარაში, სადაც გზა, მირაჟია და ქარის ყოველ დაბერვაზე ფორმას იცვლის. არადა გზა, რა მოკლეა…

თავბრუ მეხვევა, უკვე დაიწყო.

მაინტერესებს, გიფართხალებს გაქვავებული გული ახლა?!

მე არა – პირიქით. ნელ-ნელა სუსტად ფეთქავს და ალბათ…

ჩუ! არავის უთხრა!

გეშინია?! – გეშინოდეს!

რას ვაკეთებ?! – ჩუ, არ უთხრა არავის!

გადასხმას ვიკეთებდი, შემთხვევით ნემსი ვენაში ჩემატყდა, ერთი ლიტრი, ამის დაწერას შევალიე…

რატომ ვაკეთებ?! – ჰო, ვაკეთებ! ამბობენ თვითმკვლელი, საყვარელ ადამიანთან არ ხვდებაო. ხოდა გაიგებ! შენც გეცოდინება მონატრება, მე უკვე შევეჩვიე, ამის გარეშე არაფერი წარმომიდგენია…

შენი დედაც… ლორია, ვინ თქვა: “გარდაცვლილს ცუდად არ მოიხსენიებენო?!”…

აი ახლოსაა, შენც ასე გრძნობდი?! შემცივდა, მაგრამ ჩემთვის სითბოა უცხო!

მსიამოვნებს კიდევაც, ვეღარ ვწერ..

კარგად ჩემო სიყვარულო, ტკივილამდე მონატრებას გისურვებ.

მენატრები!

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მონატრება

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება