მზისგან დამცავი
მზის სხივები ორგანიზმისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მათ შორის, D ვიტამინის გამომუშავებისთვის, თუმცა, გადაჭარბებული ზემოქმედება, შესაძლოა, ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის მოკლე და გრძელვადიანი დაბერება – მათ შორის, ფიტოდაბერება, ნაოჭების გაჩენა, დამწვრობა და ა.შ.
დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება კანის მოვლის პროცესში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვისთვის SPF-ის [მზისგან დამცავი ფაქტორი] გამოყენება საჭიროა არა მხოლოდ ზაფხულში, როდესაც მზეზე ვირუჯებით, არამედ სხვა სეზონებზეც, კანის მოვლის სხვა პროდუქტებთან ერთად.
UVA და UVB
ულტრაიისფერი სხივები [UV] ორ ჯგუფად იყოფა – A და B ჯგუფებად. A ჯგუფის სხივები გრძელი ტალღის სიგრძით ხასიათდება და დედამიწამდე მისი, დაახლოებით, 95% აღწევს. B ჯგუფის სხივები კი მოკლე სიგრძისააა, რომელთა მხოლოდ 5% აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. დერმატოლოგების რეკომენდაციით, ეფექტური დაცვისთვის უმჯობესია იმ მზისგან დამცავის შერჩევა, რომელიც უმკლავდება როგორც A, ისე B ჯგუფის სხივებს. ასეთი პროდუქტების შეფუთვებზე ხშრად “ფართო სპექტრის დაცვაა” მითითებული.
SPF
SPF მზისგან დამცავი ფაქტორია, მას პროდუქტის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო მეტად გვიცავს პროდუქტი ულტრაიისფერი სხივებისგან. მაგალითად, SPF 15 გვიცავს B კატეგორიის სხივების 93%-სგან, როდესაც SPF 30-ის მაჩვენებელი 97%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია, მინიმუმ, SPF 15-ის გამოყენება.
კომენტარები