მე ვერ ვიყავი მაჰათმა განდი!!!!

მე ვერ ვიყავი მაჰათმა განდი,

სულით მშვიდი და მზერით ნატიფი…

მე უფრო, ქარს და ქარიშხალს ვგავდი –

და ამ ქაოსში გამოვიფიტე.

ადამიანთა სულელურ განცდის,

ვნებებს შეწირულ სამყაროს ვუმზერ.

სიმართლის თქმას კი არავინ გაცდის,

– ვდგავართ მარაზმის საფეხურზე.

პირდაპირ ვამბობ იმ სიტყვებს, რასაც,

ალბათ ჩვენ ყველა ძილის წინ ვბოდავთ.

– მონარქს დაუთმო ლაგამი ,,მასამ”,

მე თავს კარგად ვგრძნობ უმეფოდაც.

ჰო და, ისინი მონები გახდნენ –

ამას ებრძოდა ალბათ განდიც…

მეფის ულაყებად შეიკაზმნენ,

ფუჭი იმედით და განცდით.

ისევ ფარისეველს მიწოდებენ,

თუ მსურს ეს ტყუილი გავაქრო;

– მაინც, იმ ტაძრებში ილოცებენ,

სადაც რწმენაზე მეტია ოქრო.

მე კი, ვუყურებ და მართლა სატირაა,

ისე შეეჩვივნენ უკვე პატრონობას.

ისეთი მომავლის დედაც ვატირე,

სადაც გვასწავლიან მონობას.

მგონი, ძალიან გადავგვარდით…

მტანჯავს სამყარო, ტყუილით სავსე –

და თუ ვიქნები ოდესმე განდი,

მეც მომაკითხავს ჩემი გოდსე.

და სამი ტყვიით გამიხვრეტს გულმკერდს,

მე ეგ სიკვდილიც ფეხზე მკიდია.

რადგან ჩვენ ისევ იმ მიწას ვუმზერთ,

სადაც ეს ასჯერ გამოგვიცდია.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მე ვერ ვიყავი მაჰათმა განდი!!!!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება