მეტაკოგნიცია
როდესაც პირველ კურსზე განათლების ფსიქოლოგიას გავდიოდი ამ თემამ ჩემი მხრიდან საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მეტაკოგნიცია- აზროვნება აზროვნების შესახებ. იგი არის საკუთარი შემეცნებითი (აზროვნების) პროცესების, აზრების, ფიქრების გაცნობიერება და მართვა. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი. როდესაც მეტაკოგნოცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას, ადამინის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.
ტერმინი მეტაკოგნიცია ასოცირდება ჯონ ფლაველთან. იგი არის სოციალური შემეცნებითი განვითარების ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. ფლაველი იყო პირველი რომელმაც დაიწყო იმ გზების შესწავლა თუ როგორ ფიქრობენ ბავშვები. ამჟამად იგი არის სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი.

კომენტარები