მერცხალი წმინდა ფრინველად ითვლება.

ამბობენ, როცა ქრისტე პატარა იყო, მისი საყვარელი თამაში თიხისგან ფრინველების გამოძერწვა ყოფილა.

მერე, ამ ფრინველებს მდინარის პირას ჩაამწკრივებდა და ტკბებოდა მათი მზერით.

ერთ დღეს ბოროტმა და ძალიან ანჩხლმა კაცმა გამოიარა მდინარის ნაპირას.

– რას აკეთებ აქ, ცუდო ბავშვო?!

დაუყვირა თურმე ქრისტეს.

მერე კი, თავისი ხელჯოხით თიხის ჩიტების დამსხვრევა დააპირა.

სწორედ, ამ დროს პატარა იესომ, თავისი პაწაწინა ხელი გაიშვირა, მის მიერ შექმნილი ფიგურებისკენ და ჩიტები ცოცხალ არსებებად იქცნენ.

ისინი, ისე სწრაფად გაფრინდნენ, რომ ბოროტმა კაცმა, ვერ შესძლო მათთვის რამე დაეზიანებინა.

ეს ჩიტები მერცხლებად გადაიქცნენ. თავდაპირველად ნაცრისფერი ყოფილან.

 მოგვიანებით, როცა ქრისტე გაიზარდა და მისი ჯვარცმის დღე დადგა.

მერცხლები უკან გაჰყვნენ, თურმე გოლგოთისკენ მიმავალ იესოს.

საშინლად დამწუხრებულებმა ფერი შეიცვალეს და შავი ფერისანი გახდნენო.

ცდილობდნენ, როგორღაც ქრისტეს დახმარებოდნენ.

შეეცადნენ, მის თავზე დადგმული გვირგვინიდან ეკლების ამოძრობას.

იმასაც ამბობენ, ჯვარზე გაკრულ იესოს, თურმე მართლა ძალიან სწყურებია.

თუმცა, მხოლოდ ძმარში დასველებული ღრუბელი შესთავაზეს მას, მისმა მწვალებლებმა.

ერთერთი მერცხალი შეეცადა ნისკარტით წვეთი წყალი მიეტანა ქრისტესთვის.

 თუმცა, ის ჯარისკაცმა შეამჩნია და მშვილდი ესროლა, მაგრამ უშედეგოდ.

მეორედაც მოფრინდა მერცხალი, მეორე წვეთი წყალი მოუტანა ქრისტეს.

ისევ ესროლეს მშვილდი, მაგრამ აქაც აიცილა ისარი ფრინველმა.

არ შეეპუა ჯარისკაცის მშვილდ- ისარს მერცხალი და მესამედაც მოფრინდა, თუმცა ამჯერად, ვეღარ გადაურჩა და კუდში დაიჭრა თურმე.

ამიტომ აქვს ასეთი უცნაური კუდი მერცხალს.

    მერცხალი წმინდა ფრინველად ითვლება.

ისინი ყოველთვის ცდილობენ ადამიანების მახლობლად დასახლებას და არავინ, არასოდეს არ ხელყოფს, მათ ბუდეებს.

სანამ მერცხალი არსებობს ამ სამყაროში, ნურაფრის გეშინია ადამიანო, ქრისტე ჩვენს გვერდითაა.

Published in ბლოგი
suliko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

    მერცხალი წმინდა ფრინველად ითვლება.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება