მენატრები
დასაწყისშივე დასასრულებელი სიყვარული იყო.. აკრძალული, საშიში, უმომავლო..
და მაინც სიკვდილზე და სიცოცხლეზე ერთდროულად ძლიერი..
ვერ გვყოფნიდა ერთმანეთი და გვებევრებოდა უერთმანეთობა..
ჰოდა ერთ დღეს, ავდექი და წამოვედი..
მრავლობითი დაზიანებების დროს აუცილებელი ქირურგიული ჩარევისას სიცოცხლესავით სასწორზე დავდე ჩემი სიყვარული და წამოვედი..
გადარჩენის პროცენტულ ალბათობაზე არ მიფიქრია…
ბევრი ძლიერი და სუსტი ტკივილგამაყუჩებლით ხელებში ჩავიმუხლე მოლოდინისა და იმედების გზაჯვარედინთან…..
ვიცნობდი, ვიცოდი უჩემობას მარტო ვერ გაუძლებდა და ღამით როდესაც გამაყუჩებლები ძალას კარგავს, ძვლებამდე ჩადიოდა მისი სხვასთან ყოფნით გამოწვეული ტკივილები..
გადარჩება თუ არ გადარჩება, ვუყვარვარ არ ვუყვავარსავით ვიმეორებდი და ჯიუტად მჯეროდა, რომ ერთ დღეს მონატრება გულისცემას გაუძლიერებდა მომაკვდავ სიყვარულს..
-მომენატრე, სიგიჟემდე მომენატრე… დავხედე განათებულ ეკრანს და მივხვდი გადარჩა, მონატრებამ გადაარჩინა დასაწყისშივე დასასრულებელი სიყვარული..
ხელებიდან აბები და სხეულიდან ტკივილები ერთდროულად დამცვივდა…
კომენტარები