მასშტაბით სოციალური მედიისადმი

მსგავსი მასშტაბით სოციალური მედიისადმი დამოკიდებულებამ წარმოქმნა სხვადასხვა სახის პრობლემები, როგორც მომხმარებლებისთვის ასევე მიმწოდებელი კომპანიებისთვის, მარკეტოლოგებისა და სოც. მედია მენეჯერებისთვის.

დღევანდელ ბლოგში ყურადღებას გავამახვილებთ სოციალური მედიის მენეჯერების მიმართ, რომლებისთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საინტერესო „ქონთენთის“ შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი ხარ თუ დამწყები სოციალური მედიის ინდუსტრიაში, ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაგიჩნდეს შეგრძნება, როცა არ იცი რა დაპოსტო, როგორ შექმნა საინტერესო შინაარსის პოსტი და გამოიწვიო მომხმარებელთა ჩართულობა.

ფაქტი კი არის შემდეგი: Facebook-ის პოსტებში მომხმარებელთა ჩართულობა გაცილებით რთულია ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს ასევე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე!

ჩვენ გთავაზoბთ 10 იდეას, იმისთვის, რომ შექმათ საინტერესო შინაარსის მქონე პოსტები და გამოიწვიოთ მეტი ჩართულობა:

1. მოყევით ისტორია თქვენი ბიზნესისა თუ პროდუქტის შესახებ – ის რაც თქვენთვის ემოციური და მნიშვნელოვანია. ხალხს უყვარს და იმახსოვრებს ისტორიებს. მსგავსი შინაარსის პოსტები თუ ვიდეომიმართვები ყოველთვის მეტ ჩართულობას იწვევს, რა თქმა უნდა მაშინ, როცა ის გულწრფელი და რეალურია.

2. განათავსეთ პოსტები სწორად შერჩეულ დროს – გამოიყენეთ Facebook Insights, რათა დაადგინოთ როდის იქნება თქვენი გულშემატკივარი ინტერნეში და ნახავს თქვენს აქტივობას.

3. დაპოსტეთ სცენის მიღმა კადრები – დღეს გამჭვირვალობა არის ის, რაც მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება და აინტერესებს.

4. გამოაქვეყნეთ თქვენი ერთგული მომხმარებლების ფოტოები – დააჯილდოვეთ ისინი ყოველკვირეული ან ყოველთვიური პრიზებით. ეს საუკეთესო გზაა სანდოობის გასაზრდელად. მომხმარებლები უფრო მეტად იქნებიან თქვენი ბიზნესის ერთგული, როდესაც დაინახავენ, რომ ლოიალობა ფასდება.

5. განათავსეთ ტენდენციური თემები – იყავით ტენდენციური და მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნეთ თვალი, რასთან დაკავშირებითაც გექნებათ თქვენი აზრი, პოზიცია ან შეხედულება. თუმცა მხოლოდ გლობალური კუთხით ტენდენციურობა არ იქნება შედეგის მომტანი, თუ თქვენ მომხმარებელს არ აინტერესებს აღნიშნული საკითხები. ამიტომ ამ შემთხვევისთვის გირჩევთ კარგად იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს. რა უყვარს და რა საკითხზე საუბარში გამოგყვება.

Published in ბლოგი
ნინოLevanidimadariko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მასშტაბით სოციალური მედიისადმი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება