მამა, შეგიძლია დაიფიცო, რომ არ გამიბრაზდები

– რა მოხდა, ჩემო ბიჭო?

– ჯერ დაიფიცე, რომ არ გაბრაზდები ჩემზე.

– ვფიცავ.

– დღეს, მე სკოლაში ვიტირე მამა.

– რატომ, რა მოხდა?

– მასწავლებელმა მითხრა, რომ ცუდად მოვამზადე დავალება.

– და შენ ფიქრობ, რომ მე ამის გამო უნდა გავბრაზდე?

– ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ტირილი ცუდია. მხოლოდ სუსტი და უუნარო ბავსვები ტირიან.

– მომისმინე ჩემო სიხარულო.

ორ რამეს გეტყვი ახლა და მინდა მთელი სიცოცხლე გახსოვდეს.

– გპირდები მამა.

– პირველი ისაა, რომ მე შენით ვამაყობ.

ტირილი კურთხევაა უფლისა ჩემო სიხარულო.

ეს ნიშნავს, რომ შენ გრძნობ, განიცდი, რომ ცოცხალი ხარ.

არა ხარ ხის მარიონეტი, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია.

დაგენიძლავები, რომ ის შენი მეგობრებიც უამრავჯერ იქნებიან ატირებულნი,

თუნდაც ამას არ ამხელდნენ.

ეს არის სრულიად ბუნებრივი ყოფა ადამიანისა.

ბუნებრივია ისიც, რომ შეცდომა დაუშვი დავალების მომზადების დროს.

იცი რამდენი შეცდომები გვაქვს დაშვებული მე და დედაშენს?

შეცდომებზე სწავლობ კაცი.

არასოდეს არ უნდა შეგბოჭოს შიშმა შეცდომების დაშვების გამო.

მე კი არ ვბრაზობ ჩემო შვილო შენს გამო, არამედ ვამაყობ შენით.

ყველა, ვისაც არ ეშინია შეცდომის დაშვების და შემდეგ მისი აღიარების, მხოლოდ ქების ღირსია.

Published in ბლოგი
suliko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

მამა, შეგიძლია დაიფიცო, რომ არ გამიბრაზდები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება