ლურჯი ვეშაპი
ლურჯი ვეშაპი — ძუძუმწოვარი ცხოველია ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახიდან. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.
ცისფერი ვეშაპები ყველაზე ხმაურიანი ცხოველები არიად დედამიწაზე. მათმა მელოდიურმა მღერამ შეიძლება გააყრუოს ადამიანი. ადამიანის სმენისთვის სახიფათო არ არის 85 დეციბელი, როკ-კონცერტებზე – 100 დეციბელი არის, ხოლო ცისფერი ვეშაპები 188 დეციბელზე მღერიან და მათი ხმა 800 კმ-ზე ისმის.


კომენტარები