კურორტი შოვი  

ზემო რაჭაში, უწერიდან მამისონის (ჭანჭახის) უღელტეხილის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრში,

დიდი კავკასიონის შუა და ყველაზე მაღალი ნაწილის – რაჭის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი. კურორტი გაშლილია ერთგვარ ვაკეზე, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. აქ გამოკვლეული 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ბუნების სილამაზითა და მინერალური წყაროების სიუხვით განთქმულ შოვს სამკურნალოდ ძველ დროშივე სტუმრობდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი და მგზავრები, რომლებიც რაჭიდან შოვის და მამისონის უღელტეხილის გავლით სამაჩაბლოში გადადიოდნენ. შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, მათ შორის იყო ქართული ორნამენტებით შემკული ცნობილი კურზალის შენობა. შოვი საინტერესო ადგილია ალპინიზმის, სათხილამურო სპორტის, რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტია მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეობას მიუყვება.

1. რაჭის კავკასიონი

2. შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. იგი ადრიდანვე დაინტერესებულა

საკურორტო საქმით. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია. კურორტის მოწყობაც XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები (სანატორიუმი, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი), რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. შოვის ბუნებრივი პირობები აქ სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საშუალებას იძლევა.

მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარეების ბუბასა და ჭანჭახის (მდ. რიონის შენაკადები) ზედა წელი.

მანძილი: ონიდან – 35 კმ, თბილისიდან (ტყიბულის გავლით) – 340 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან:1600 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო

ტემპერატურა -5,80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,70C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ.

ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული,

კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0- 2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3;

დებიტი: 150 ტონა დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის

და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.

Published in ბლოგი
marineshotaალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

კურორტი შოვი  

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება