კრის ჰემსვორთი “ჩემი ყველაზე დიდი შიში გამართლდა“ – Marvel-ის ვარსკვლავი კრის ჰემსვორთი კარიერაში ტაიმაუტს იღებს: მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებისადმი მიდრეკილებაა
Marvel-ის ვარსკვლავმა, 38 წლის კრის ჰემსვორთმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამსახიობო კარიერის შეჩერება სურს. ამის შესახებ მსახიობმა Vanity Fair-თან ინტერვიუში ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ კინოვარსკვლავს ალცჰაიმერის დაავადებისადმი მიდრეკილება აქვს, რაც თავის ტვინს აზიანებს. ამის შესახებ მსახიობმა დოკუმენტური სერიალის Limitless-ის გადაღებების დროს შეიტყო, როდესაც გეტენიკური ტესტის ჩატარება მოუწია. “ჩემი ყველაზე დიდი შიში გამართლდა“, – ამბობს გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობი…
ადამიანებს, რომელთაც დნმ-ში აქვთ APOE4 გენის ორი ასლი, მათ აქვთ ალცჰაიმერის დაავადების უფრო მაღალი რისკი. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის 2021 წლის კვლევის თანახმად, ყოველი მეოთხე ადამიანი ატარებს გენის ერთ ასლს, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 2-დან 3 პროცენტს აქვს ორივე ასლი. აღმოჩნდა, რომ ვასრკვლავი ორივე გენის მატარებელია…
ინტერვიუში კრისი საუბრობს თუ როგორ უყურებს მომავალს და ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად აფასებს ცხოვრებას.
კომენტარები