კოსმოსური ეპოქა

კოსმოსის ეპოქა — თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით. კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი.[1] ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინი, სსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი, აშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

კოსმოსური ეპოქა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება