იცოდით, რომ
მოცინარი ძაღლები, თაგვები, ძროხები თუ სხვა ცხოველები არა მხოლოდ დისნეის ანიმაციებში, არამედ ჩვენს რეალობაშიც არსებობენ. დადებითი ემოციის სპეციფიკური ვოკალური გზით გამოხატვა მხოლოდ ჩვენ არ გვახასიათებს. მართალია, ზუსტად ადამიანის მსგავსად სხვა არც ერთი ცოცხალი არსება არ იცინის, თუმცა მათ გამოხატვის თავიანთი საშუალებები აქვთ. კალიფორნიის უნივერსიტეტში ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, ცხოველების 65 სახეობას სიცილის საკუთარი ფორმა აქვს. ცხოველებს შორის, რომლებიც სიცილს ვოკალურად გამოხატავენ, თქვენ შეხვდებით ძაღლებს, სელაპებს, ვირთხებსა და მანგუსტებს. მათი ბედნიერების გამომხატველი ხმები, შესაძლოა, გვაწვდიდეს ინფორმაციას იმ ევოლუციურ პროცესზე, რომლითაც ადამიანმა სიცილის ახლანდელ ფორმას მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ პრიმატებს ადამიანებთან მჭიდრო ევოლუციური კავშირი აქვთ, ზოგიერთი მოცინარი სახეობა, როგორიცაა ძროხა, მელა ან მანგუსტი, ჩვენზე ათეულობით მილიონი წლით უკან არიან. ეს მკვლევრებში ახალ და საინტერესო ევოლუციურ კითხვებს ბადებს.
ადამიანს ზოგიერთი სახეობის, მაგალითად, შიმპანზეების სიცილის ამოცნობა შეუძლია. თუმცა ის ვერ უსმენს უამრავი სახეობის სიცილს. მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე არ შეგვიძლია გავიგოთ, როდის იცინის ვირთხა. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი პირველი არსება, რომლის სიცილის შესახებაც გავიგეთ, სწორედ ვირთხაა. თუმცა ის ბედნიერ ემოციებს, ზედმეტად სუსტი სიგნალებით გამოხატავს, იმისათვის, რომ შეუიარაღებლად აღვიქვათ.
Published in ბლოგი
კომენტარები