ივანა კლიმპუშ ცინცაძე

უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში – გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! აქამდე მსგავსი არ გამიგია, – ასე აფასებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, “ვერხოვნა რადას” დეპუტატი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოთხოვნას, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად. როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა მსგავსი ნაბიჯებით თავად ანგრევს ურთიერთობას საქართველოსთან, სადაც უკრაინის მოქალაქეებს სრული მხარდაჭერა აქვთ.

მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს მტერ სახელმწიფოდ წარმოჩენა და ელჩის გაძევება. „უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში – გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! აქამდე მსგავსი არ გამიგია… ჩემო ფეისბუკ-მეგობარო ყოფილო დიპლომატებო, შეგიძლიათ მითხრათ, ეს ურთიერთობების დანგრევის რა ფორმულაა? თავდაპირველად, ჩვენი ელჩი გამოიძახეს „კონსულტაციებისთვის“ ერთ წელზე მეტი ხნის წინ. შემდეგ ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია, რაც ახალი ელჩი არ არის დანიშნული და გაგზავნილი. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოში განწყობებისა და პოლიტიკის ცვლილებაზე, რეალური ინსტრუმენტების გარეშე? იფიქრეთ, რომ ასეუფრო ეფექტიანი იქნებოდა თქვენი მოსმენა? ვიპოვეთ ნამდვილი მტერი სახელმწიფო და ვაძევებთ ელჩს??? საბოლოო ჯამში, ჩვენ თვითონ ვანგრევთ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა სუფევს; იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია იყოს პარტნიორი, მიუხედავად ურთიერთობების სირთულისა…“ – წერს უკრაინის რადას დეპუტატი Facebook-ზე.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ივანა კლიმპუშ ცინცაძე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება