იასამანი!!!

“ამბობენ ღვთისმშობელმა იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს დამწუხრებულმა და ნამტირალებმა მარტო გავლა გადაწყვიტა.

ერთერთი მცენარის ძირში ჩამოჯდა და ჩაეძინა თურმე.

ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა.

ხალხი, მაინდამაინც არ აქცევდა დიდ ყურადღებას უნაყოფო და უყვავილო ხეს.

ხეს შეებრალა დედოფალი და გადაწყვიტა ღამის სიცივისგან თავისი ფოთლებით დაეფარა.

როცა უფლის დედამ გაიღვიძა, ხედავს ფოთლებშია გახვეული.

გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა.

მიუახლოვდა და დალოცა

-ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე.

შენი სახელი იქნება პასხალია ( პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად. )

იასამანი, ანუ პასხალია არის აღდგომის სიმბოლო.

მისი ოჯახში ქონა არის ბედნიერების, იმედის, სიხარულის და უფლის დედის სიახლოვის გარანტია.

იმასაც ამბობენ ოჯახი, სადაც პასხალია — იასამანი ჰყვავის ეშმაკი ვერ ეკარებაო.”

Published in ბლოგი
marine
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

იასამანი!!!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება