იაპონია
მე და იაპონია, კიდევ ერთი ოცნების ასრულება, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები – რატომ იყო ოცნება? )))
ბევრი რამე სულ სხვანაირი, რადიკალურად სხვანაირი წარმომედგინა:
1. ფასები – რესტორნები ჩვენზე იაფია, 10 ცალ სუშის 15 ლარად დაითრევ, ყავა 1 ან ჰა 1.5 დოოლარიაა
2. 23-ზე საუკუნე მეგონა, ცოტაც და ცაში იფრენენთქო 😀 და ამის ფონზე რესტორნების მესამედს ბარათით გადახდა არ აქვს, ვაიფაი არაა, მეტრო ჩვენნაირია, რეავიცი მე ))) ავტობუსი? დაილოცოს ჩვენი მეტრობასი თუ ომნიბუსი )))
3. უმდიდრესებიი – ვერც ვიფიქრებდი აქაც თუ ამეკიდებოდნენ მოწყალების მთხოვნელები და გადავაწყდებოდი უსახლკაროებს
4. გოგოების სილამაზე – ბევრად უფრო ლამაზები არიან, ვიდრე მეგონნენ ❤️
5. არავინ არ იცის ინგლისური, რატომ მეგონა, რომ ჰონგ კონგი, ან სინგაპურივით სამ ენაზე საუბრობდნენ? 🤷♂️
6. წესები – ტატუ რომ გარხვნილების პიკი ჰგონიათ და სასტუმროდან გამომაბუნძულეს – ვერ ვინელებ 😂
7. წესრიგი – აბა გაბედე და საზ ტრანსპორტში ტელეფონზე დაილაპარაკე? ყველა ერთად გკრავს მუჯლიგუნს და გაგათიშინებენ
8. კარაოკე – ყველა ფეხის ნაბიჯზეა, ძაან პოპულარულია 😇
9. მარტო ჭამა – რესტორნების უმრავლესობაში 1 კაციანი ადგილებია, ჭამე, ადექი, წადი – დროის ფასი იციან.
10. დილის 7-ის ნახ. გადაჭედილია მეტრო, ყოჩაღ, შრომობს ხალხი!
11. მანჰეტენია ყველა უბანში, გაჩახჩახებული და ფერადი ❤️
12. საკურა, თემფლები, პარკები და სიმწვანე რომ უყვართ, ბევრი კარგი რამეა
მოკლედ, თან მომწონს და თან მაოცებს 😀❤️
კომენტარები