თავისუფლება
თავისუფლება — არის შესაძლებლობა, გააკეთო ისე, როგორც გსურს.[1] გარკვეულწილად, იგი არის სიტყვის თავისუფლების სინონიმი. თანამედროვე პოლიტიკაში თავისუფლება მიჩნეულია, როგორც საზოგადოებაში კონტროლისა ან რეპრესიული შეზღუდვების გარეშე ცხოვრება – შეზღუდვების, რომლებიც ხელისუფლებამ დაადგინა ცხოვრების წესზე, ქცევასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე.[2][3][4] ფილოსოფიაში თავისუფლება მოიცავს თავისუფალ ნებას, რასაც ეწინააღმდეგება დეტერმინიზმი.[5] რელიგიური გაგებით, თავისუფალი ნება გათავისუფლებულია ცოდვისგან, სულიერი მონობისა და ამქვეყნიური კავშირებისგან.[6] ქართულ ენაში თავისუფლების ორი გაგება არსებობს, ერთი მათგანი პიროვნულ თავისუფლებას, თავისუფალ ნებას გამოხატავს, ხოლო მეორე უფრო ფართო გაგებისაა და ზოგადადამიანურ თავისუფლებას გულისხმობს. პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თვითნებური შეზღუდვების არარსებობას, საზოგადოების ყველა წევრის უფლებების გათვალისწინებით. ამ გაგებით, თავისუფლების ექვემდებარება შესაძლებლობებს და შეზღუდულია სხვისი უფლებებით.[7] ამრიგად, პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებას კანონის უზენაესობის შესაბამისად, სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. თავისუფლების ზოგადი გაგება უფრო ფართოა იმით, რომ იგი საკუთარ თავში მოიცავს თავშეკავების არსებობას და სურვილების ასრულების შეუზღუდავ შესაძლებლობასაც. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის შესაძლებლობა, მაგრამ არ ჰქონდეს მკვლელობის თავისუფლება, რადგან ეს უკანასკნელი მაგალითი ართმევს სხვებს უფლებას, იყვნენ დაცული და უსაფრთხოდ. თავისუფლების კანონის ფარგლებში გათვალისწინებული შეზღუდვა ხშირად გამოიყენება, როგორც სასჯელის ფორმა. ბევრ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთა შეიძლება, თუ ისინი პირი სისხლის სამართლის დამნაშავე ან ნასამართლევია. სიტყვა „თავისუფლება“ ხშირად გამოიყენება ლოზუნგებში, როგორიცაა „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“[8] ან „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.[9] თავისუფლების ინგლისურენოვანი ერთ-ერთი შესატყვისი „Liberty“ სათავეს იღებს ლათინური სიტყვისგან „Libertas“, რომელიც მომდინარეობს თავისუფლების არქაული რომაული ქალღმერთის ლიბერტასის სახელიდან.

კომენტარები