ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 16 აგვისტოს ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

კურო

ახალი მთვარის გავლენით შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგალითად, პირად ურთიერთობებში გადახვიდეთ სხვა ეტაპზე, დაშორდეთ საყვარელ ადამიანს, ან სერიოზულად იკამათოთ, გქონდეთ მომატებული ემოციური ფონი და მოგეჩვენოთ, რომ ის საქმე, რასაც აკეთებთ, არახელსაყრელია და მიატოვოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 14-18 აგვისტოს მონაკვეთში, როცა ახალი მთვარის ენერგია ყველაზე ინტენსიურია, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შეიკავოთ. შემდეგ კი ყველაფერი კარგად გაიაზროთ და ის გააკეთოთ, რაც თქვენთვისაა პრიორიტეტული.

სასწორი

ახალი მთვარე თქვენი კომუნიკაციისა და სოციალური აქტივობის სექტორშია. ამიტომაც, 16 აგვისტოს შესაძლოა, აღმოჩნდეთ რაიმე ტიპის ღონისძიებაზე, შეხვედრაზე, სადაც მნიშვნელოვან ადამიანს გაიცნობთ, ან კიდევ თქვენს რომელიმე კოლეგასთან ჩამოგიყალიბდებათ განსხვავებული ურთიერთობა. თუმცა, ნუ გაგიჩნდებათ განსაკუთრებული მოლოდინები. შესაძლოა, შავი მთვარის ენერგია მალევე დასრულდეს და აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც გეჩვენებოდათ. არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე, კარგად დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს და შეწყვიტეთ ურთიერთობა მათთან, ვისაც თქვენთვის ბედნიერება და სიკეთე არ მოაქვს.

კირჩხიბი

ახალი მთვარე თქვენს ფინანსურ სექტორში იქნება. ამიტომაც, შესაძლოა, მოულოდნელად ფინანსურად ძალიან გაგიმართლოთ, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი, ბონუსი, რომელიმე წამოწყებაში ნახოთ განსაკუთრებული იღბალი. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფული საეჭვო ინვესტიციებში არ ჩადოთ და არ ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფულის დაბანდებას თქვენთვის უცნობ პროექტში გთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფინანსური მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ.

მერწყული

ახალი მთვარე თქვენს პარტნიორულ სექტორში იქნება. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, თქვენი შეყვარებული, ქმარი, მეგობარი, პარტნიორი თქვენ წინაშე განსხვავებული იმიჯითა და სიახლით წარსდგეს. ასევე, მომატებული ემოციური ფონის გამო, დიდი შანსია, რომ პატარა კონფლიქტიც კი, დაპირისპირებაში გადაიზარდოს და იჩხუბოთ. ამიტომაც, აღნიშნულ მონაკვეთში კარგად დააკვირდით თქვენს სიტყვებს. თუკი რაიმე წყენა გექნებათ, პირდაპირ განიხილეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან, ისაუბრეთ და შეეცადეთ, ამ გზით მოაგვაროთ პრობლემა.

წყარო – “ბომონდი”

მარიამ
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 16 აგვისტოს ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება