ზოგჯერ წასვლაც აუცილებელია
. . . – სულ ამბობ,რომ აქედან წასვლა გინდა…დავუშვათ,წახვედი,მერე?!
-მერე…ვიმუშავებ და ფულს შვილებს გამოვუგზავნი…
-შენ გგონია,იქ,სადაც მიდიხარ,ყველაფერი იდეალურად დაგხვდება?!
-ამაზე უარესი ხომ აღარ იქნება?!
-უარესი?რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი,ვიდრე შვილებისაგან შორს ყოფნაა?!
-შვილების ცრემლიანი თვალების ყურება…სახლში დაბრუნებულს,დე,რა მომიტანეს კითხვაზე,ცარიელი ხელების ზურგს უკან დამალვა და სულის წვა…ექიმთან ვერ მიყვანა,წამლებს მაინც ვერ ვიყიდი-ს შიშით…აი,რა არის საშინელება…
-მერე,სიშორე?
-სიშორე არაფერია,როცა იცი ისინი კარგად არიან,ვინც საკუთარ სიცოცხლეს გირჩევნია..
-მერე,შენი სიცოცხლე?!
-ჩემი სიცოცხლე მათი ბედნიერებაა…
-ფულით ბედნიერებას და დედის სითბოს ვერ იყიდიან მეგობარო…
-მიეჩვევიან…
-შენ მიეჩვევი?!
-ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს მიუჩვეველი ტკივილით…
-როდის მიდიხარ?
-კვირის ბოლოს…
-გაგიჭირდება დამშვიდობება…
-არ დავემშვიდობები…ფრენა ღამითაა,ბავშვებს დავაძინებ,ფრთხილად გულში ჩავიკრავ…ვაკოცებ,მათ სურნელს ჩავისუნთქავ და თან გავიყოლებ… -არ წახვიდე…
-მათ გამო უნდა წავიდე…
-კიდევ ერთხელ დაფიქრდი…
-თუ ვიფიქრებ,ვერ წავალ…ფიქრით გაჭირვებას ვერ ვუშველი…იმედია,ოდესმე შვილები მაპატიებენ…
-არ დაგიფასდება ამხელა მსხვერპლი ბოლოს…არავის დაუფასდა…
-თუნდაც არ დამიფასდეს,სანამდე შევძლებ,მინდა ბედნიერები იყვნენ,თუნდაც ჩემი უბედურების ხარჯზე…

მართალიაა !