ზოგჯერ ასეც ხდება, ხანდახან 

    ხშირად, ცხოვრებაში მოულოდნელად ისეთი რაღაცეები ხდება ხოლმე, რომელიც სულაც არ მოგვწონს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია.

მაგალითად, ცხოვრებაში ბევრჯერ წავაწყდებით მომენტებს, როცა გვიწევს საყვარელ ადამიანებს ჩამოვშორდეთ, თუნდაც ცოტახნით, ან სამუდამოდ იმიტომ რომ ეს ასეა საჭირო. რას ვიზამთ, ზოგჯერ ასეც ხდება ხანდახან. ვემშვიდობებით იმ ადამიანებს, რომლებთანაც უამრავი მოგონება გვაკავშირებს, ბავშვობის მეგობრობა და ის საოცარი წლები, რომლებიც აღარ განმეორდება. ამის დაკარგვა უბრალოდ არ გვინდა, მაგრამ საკმარის დაფასებას, საკმარის ყურადღებასა და პატივისცემას არ ვგრძნობთ მეორე მხრიდან და ამიტომაც გულის რაღაც ნაწილში მაინც ვფიქრობთ: არაუშავს, (თუ დავფიქრდებით, ყველანი მივხვდებით, რომ ეს ასეა) შეიძლება ასე უკეთესია, ღმერთის ნებაა და არ ვიცით ხვალ რა გველოდება.

მახსოვს, დედა ბავშვობაში ყოველთვის მაფრთხილებდა, მზად იყავი ცხოვრებაში ბევრს შეხვდები, რომლებიც თავს გაჩვენებენ, რომ უყვარხარ და სინამდვილეში უბრალოდ არ აინტერესებო. აუცილებლად გულს გატკენენ და ამისათვისაც მზად იყავიო. ეს ყოველთვის გულში მედო. არ არსებობს ადამიანი, რომლსაც ერთხელ მაინც არ უღალატეს ან არ უღალატა. ამით ხშირად გაკვეთილსაც ვსწავლობთ. შეცდომებს ვუშვებთ და ამ შეცდომებზეც ვსწავლობთ. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. ხშირად ვნანობთ კიდეც ამ შეცდომებს, თუმცა უკვე გვიანია. ამის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ცხოვრებაში შეცდომები საჭიროა, აუცილებელი.

ადამიანები ხშირად გვტოვებენ, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ეს. ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრებაში ხშირად ესეც ხდება ხანდახან და უნდა შევეგუოთ. ყოველთვის, როდესაც ვინმე რჩევას მეკითხება, ვეუბნები რომ არაუშავს, თავი ხელში აიყვანე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩაივლის-მეთქი. პირველ რიგში, საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ იმის უფლება და საშუალება რომ დაეცეს და თუ მაინც მოხდა ეს, უბრალოდ უნდა წამოდგე, წინ კიდევ დიდი დროა და ეს დრო ზუსტად იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ გამოვასწოროთ შეცდომები, პატიება ვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც დამნაშავეები ვართ. ესეც გადაივლის, ზოგჯერ ასეც ხდება, ხანდახან.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ზოგჯერ ასეც ხდება, ხანდახან 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება