ზედმეტი არაფერი ვარგა

 

არც სიყვარული, არც ერთგულება, არც მეგობრობა, დედობასაც კი სჭირდება ზომიერება… არავის არ უნდა აგრძნობინო, რომ მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად ხარ…
  შენ თავს არ ზოგავ ოღონდ მას ასიამოვნო, ოღონდ მას გაულამაზო და გაუადვილო ცხოვრება რითიც შეგიძლია და როგორც შეგიძლია…
   ამ ყველაფრისთვის კი არაფერს ითხოვ, მადლიერების და სიყვარულის გარდა… 
უცებ კი აღმოაჩენ რომ არავინ ხარ… უბრალოდ არავინ.. 
შენ კი გეგონა შეუცვლელი იყავი… გეგონა შენს გარეშე ვერ იარსებებდნენ…. თურმე ცდებოდი…  
არც დაფიქრებულხარ ისე გაიღე ყველაფერი, ბოლომდე დაიხარჯე, არაფერი დაიტოვე….
    ერთი ნამცეცი ყურადღება და ერთი გულიანი ღიმილიც კი არ შემოინახე საკუთარი თავისთვის…  
როგორ გინდა მონახო ძალა, რომ განაგრძო…. 
ღიმილ წართმეული და არაქათგამოცლილი დგახარ და ფიქრობ :
-რა დავაშავე!!!!….
    რადა საკუთარი თავი გაძარცვე… უმოწყალოდ და დაუნდობლად.. მტერი რომ ვერ გიზამდა ისე… 
მაინც იქექები წარსულში, მაინც 
ეძებ ხავსს რომ გული დაიმშვიდო, მაგრამ ისეთი ცარიელი ხარ, ისეთი დაღლილი, ისეთი იმედგაცრუებული. აღარაფერი გინდა…. მხოლოდ სიმშვიდე და მარტო ყოფნა…. 
ღიმილსაც ხომ უნდა განწყობა!!!!… ცალყბა და ნაძალადევ ღიმილს რა ფასი აქვს…  
ზედმეტმა მზრუნველობამ, ზედმეტმა თავგანწირვამ, ზედმეტმა სიყვარულმა დაგაცარიელა…  
ბოლოს მიხვდები რომ ზედმეტი მოგივიდა, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა… მაგრამ რაღა დროს… რაღა დროს……
Published in ბლოგი
sulikoალექსანდრე
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

ზედმეტი არაფერი ვარგა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება