ზაფხულის სიზმრები

I ნაწილი

ზაფხულს ეძინა. როგორ ბედნიერი, როგორ მშვენიერი იყო მაშინ: მზის სხივით განათებული ჰქონდა ბადრი სახე. ღმერთო! როგორ მდიდრულად იყო მორთულ-მოკაზმული მისი ტანი! აუარებელი გროვა ყვავილთა ეფინა გულ-მკერდზე, ათასი დიდრონი ხეები, დიდრონი მოხუცი მუხიდან დაწყებული ვარდის ბუჩქამდე, რომელზედაც ბულბულები გალობდენ; აუარებელი ფრინველთა გუნდი ამაყი არწივიდან დაწყებული ნიბლია, ნარის-ჩიტამდე; ჯოგი-და-ჯოგი ირმებისა, შვლებისა, ჯეირნებისა დანავარდობდენ იმის კალთაზე; იქვე დაბობღავდა უმადური დათვი; იქვე თვალებს აელვებდა მამაცი ვეფხი. რა ცხოველს იტყვით, ან რა მწერს მოიგონებთ, რომ იმის ძუძუთა და რძით არ იკვებებოდა?!

ზაფხულს კი ეძინა მშვიდი, ტკბილი ძილით. მის მკერდზე იყო გადაჭიმული გრძელი, თვალგადაუწვდენელი ხნულები, ყანებით დაფარული. ისინი ზღვასავით ღელავდენ, იმათ თავს დასტრიალებდა ადამიანი გალესილი ნამგლით და ცელით; იქვე უთვალავი ვენახები და ზვრები, ყურძნით დატვირთულნი, წელში ტყდებოდენ, იზნიქებოდენ. უზარმაზარი მთები აყუდებულიყვნენ, თავზე თოვლისა და ყინულის გვირგვინი ედგათ, ხოლო დაბლა საიალაღო ადგილები მოჩანდა, სადაც აუარებელი ცხვარი, ძროხა დაფენილიყო და ძოვდა ხშირს, მაღალს ბალახს. შორს ამწვანებული ტბებისა და მდინარეების კიდეები მოჩანდა. ტყე, ფოთლითა და ნაყოფით შემოსილი, კმაყოფილად იცქირებოდა. როგორ უყვარდა ყველას ერთმანერთი: ბალახი ბალახს ეკონებოდა, ხე – ხეს, ყვავილი – ყვავილს, მწერი – მწერს, ხმელს, დამპალს ყუნჭს სოკო გამოჰსლოდა და ისე ეკვროდა გულზე, როგორც შვილი დედას. როგორ საამო სანახავი იყო მაშინ ყველა: მსუქანი, კოხტა, ლამაზი, ყველა მხიარული, თამამი, ამაყი!..

ზაფხულს კი ეძინა.  

ავტორი:   ვაჟა-ფშაველა

ნიკაTamila Melqadzeალექსიმარიამ
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ზაფხულის სიზმრები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება