ვულკანები საქართველოში- რამდენად დიდია საფრთხე?!

მსოფლიოში ასეულობით მოქმედი თუ ჩამქრალი ვულკანია. კავკასია ამ მხრივ, შედარებით მშვიდი რეგიონია. ოდესღაც ამოფრქვეული ვულკანები დღეს საქართველოს ლანდშაფტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუმცა, საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე და როგორია გეოლოგების პროგნოზები.

კავკასიაში ვულკანიზმის გააქტიურება დაახლოებით 7-8 მილიონი წლის წინ დაიწყო. მაშინდელი ვულკანების ყველაზე დიდი გამოვლინება სამხრეთ საქართველოში, მცირე კავკასიონზეა. განსაკუთრებით კი სამცხისა და აჭარის საზღვარზე, გოდერძის უღელტეხილთან. ვულკანიზმის შემდეგი გააქტიურება, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის იყო, 3 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა და ის ისევ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება.

ყველაზე ძლიერი გამოვლინება ახალქალაქის მიდამოებში აბულ-სამსარის ქედზე იყო.ბოლო 11 ათასი წლის განმავლობაში დადასტურებული ვულკანური აქტივობები გვაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.ასევე, ყელის მასივზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია (ე.წ სამხრეთ ოსეთი). მეოთხეული ვულკანები გვაქვს ჯავახეთში, აბულ-სამსარის ქედზე. ესენი ტურისტულადაც საინტერესო ადგილებია.რამდენიმე ვულკანს (შავნაბადა, თავკვეთილი) კრატერებიც კი აქვს შემორჩენილი და ზოგჯერ ტბაც დგება შიგნით, რაც იმის ნიშანია, რომ შედარებით ახალი წარმოქმნილია, რადგან ეროზიამ ჯერ ვერ მოასწრო მისი დაშლა. რაც შეეხება მყინვარწვერს მისი ბოლო ამოფრქვევა შუა პლეისტოცენში უნდა მომხდარიყო, თუმცა, მის ფერდებზე არსებული ე.წ. პარაზიტი ვულკანები საკმაოდ ახლებია.

სმიტსონიანის მონაცემთა ბაზის მიხედვით, უახლესი ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ამოიფრქვა. ეს არის ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი სავარაუდო უშუალო შეხება თანამედროვე ადამიანსა და ვულკანების პირდაპირ გამოვლინებას შორის. ამასთან, კვლევების მიხედვით, იალბუზსა და მყინვარწვერზე ვულკანური გაზები კვლავ გამოიყოფა.

ვულკანური აქტივობა კავკასიაში უფრო და უფრო მცირდება, ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ აქვს. თუმცა, მიძინებულ ვულკანებს შეუძლიათ მცირე მიწისძვრების პროვოცირება. ეს კი შესაძლოა, მეწყრული პროცესების ხელშემწყობი გახდეს.

ვულკანური პროცესების კონტროლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვულკანების შესწავლისა და მონიტორინგის შედეგად მისი ამოფრქვევის გარკვეული ალბათობით პროგნოზირება შესაძლებელია.

Published in ბუნება
ანიბესო
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ვულკანები საქართველოში- რამდენად დიდია საფრთხე?!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება