ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად.

ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მაცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად. 1703 წელს, შაჰ ჰუსეინის ბრძანებით მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24 ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებული ავღანელები, შეიპყრო მათი ბელადი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. დატყვევებულ მირვეისთან ერთად 20 ათასიანი ლაშქარიც გააგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა. მოგვიანებით გიორგი მოუწამლავთ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქვე დარჩენილა. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელია. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ყვებოდნენ ამ ”გურჯების” შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები და რომ დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ”ნეიტრალიტეტი.” პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან… ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუზე, მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან ადგილობრივებისგან, ისინი თეთრი პირისახისა არიან და ცისფერი თვალები აქვთ. თავს გურჯებად მოიაზრებენ, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და/რომ მათ წინაპართა გვარებია როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები. … მიუხედავად განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან. აი, ასეთია ეს ისტორია.

ფოტოზე: ავღანელი გურჯები.

თ. დოლიძე

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება