დიდებული ვაჟა – ფშაველა ~ამონარიდები~

“..ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ… კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას „რაკუნს“ ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს „ხის წვენს“ უწოდებთ… განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წასულს არ მივსდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?!” – “ფესვები”.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დიდებული ვაჟა – ფშაველა ~ამონარიდები~

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება