დეჟავიუ

დეჟავიუ (წარმოთქმა ფრანგულად:— შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში. დეჟავიუ არის ნაცნობობის შეგრძნება, ხოლო დეჟა- ვექუ (შეგრძნება, თითქოს ეს რაღაც უკვე აღმქმელს გადახდენია/გაუვლია ცხოვრებაში) არის მოგონების განცდა. სამეცნიერო მიღწევები დეჟავიუ-ს ხსნიან არა როგორც პრეკოგნიციას ან წინასწარმეტყველებას, არამედ, როგორც მეხსიერების ანომალიას, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება ახსენდება. ფენომენის ამგვარ ახსნას ამყარებს ის ფაქტი, რომ დეჟავიუ-ს დროს გახსენების განცდა ძალიან მძაფრია ძირითად შემთხვევებში, მაგრამ წინა გამოცდილების გარემოება (როდის, სად და როგორ მოხდა აწმყოს წინა გამოცდილება) გაურკვეველია. არსებობს ორი სახის დეჟავიუ. პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს. 2004 წლის კვლევებმა აჩვენეს რომ პოპულაციის 2/3-ს ჰქონია დეჟავიუს გამოცდილება. სხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დეჟავიუ არის საერთო გამოცდილება ჯანმრთელი ადამიანების 31-96% ში. დეჟავიუ შეიძლება იყოს ასოცირებული ჰალუცინაციებთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებებისა. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული ენიდან და ნიშნავს უკვე ნანახს.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დეჟავიუ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება