დეკანოზი თამაზ ლომიძეს გამოხმაურება სოც. ქსელში…

      “აპო­კა­პიფ­სურ” ფეიკ-ნი­უ­სებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი­სა და სოც ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა:

“სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი” ან “ათო­ნე­ლი ბე­რის სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა” ან კი­დევ “უხუ­ცე­სი ბე­რის სა­ი­დუმ­ლო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა მალე” და ბევ­რი ამ­გვა­რი. რამ­დენ­ჯერ წა­წყდო­მი­ხართ ინ­ტერ­ნეტ­ში ასეთ ფსევ­დო-ქრის­ტი­ა­ნულ ჩა­ნა­წე­რებს. ძი­რი­თა­დად სა­ხე­ლიც კი არაა ხოლ­მე ნახ­სე­ნე­ბი ამ “უხუ­ცე­სი, იდუ­მა­ლი ბე­რის” თუ “დიდი წმინ­და­ნის”, მაგ­რამ, გუ­ლუბ­რყვი­ლო ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხი ამას კი­თხუ­ლობს, იჯე­რებს და არე­უ­ლი აქვს გზა-კვა­ლი.

ქრის­ტი­ა­ნებ­მა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძველ აღ­თქმა­ში რჩე­ულ ერს ჰყავ­და სამი ცხე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა (ცხე­ბუ­ლი ნიშ­ნავს ღვთი­სა­გან ანუ სუ­ლიწ­მინ­დის­გან ცხე­ბულს): მღვდლე­ბი, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი და მე­ფე­ნი. ამათ­ში ცხად­დე­ბო­და ღვთის ძალა და ნება. მაგ­რამ, არ­ცერთ კაცს ის­რა­ელ­ში არ შე­ეძ­ლო სა­მი­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ერ­თად. მხო­ლოდ მე­სი­ა­ში ანუ იესო ქრის­ტე­ში შე­ერ­თდა ეს სა­მი­ვე – მღვდე­ლიც, მე­ფეც და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც. სა­ხა­რე­ბა­ში ქრის­ტე თა­ვა­დაც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს მისი მე­ო­რედ მოს­ვლის წინა პე­რი­ო­დის, თა­ვად მე­ო­რედ მოს­ვლის და ამ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ (იხ. მთ. 24, მკ. 13, ლკ. 21).

გარ­და ამი­სა, ამაღ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, კუნ­ძულ პატ­მოს­ზე ქრის­ტე გა­მო­ე­ცხა­და მო­ცი­ქულ იო­ა­ნეს და გა­ნუ­ცხა­და ყვე­ლა­ფე­რი ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. ესაა ბიბ­ლი­ის ბოლო წიგ­ნი – აპო­კა­ლიფ­სი ანუ იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს წიგ­ნი ას­რუ­ლებს წმინ­და წე­რილს. ამ წიგ­ნის შემ­დეგ აღარ არ­სე­ბობს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა.

ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვა “აპო­კა­ლიფ­სი” ნიშ­ნავს სა­ბურ­ვე­ლის გა­დახ­დას და ამ ბოლო წიგნ­ში უფალ­მა სა­ბურ­ვე­ლი გა­და­ხა­და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ცოდ­ნას ამ ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ და რაც სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო იყო ჩვენ­თვის, კი­დე­ვაც და­ი­წე­რა იო­ა­ნეს მიერ. იო­ა­ნე ასე ამ­თავ­რებს ამ გა­მო­ცხა­დე­ბის წიგნს და შე­სა­ბა­მი­სად მთელ ბიბ­ლი­ა­საც და ესაა გაფრ­თხი­ლე­ბაც ჩვენ­თვის: “თუ ვინ­მე რა­მეს და­ურ­თავს მათ (ამ წიგ­ნის სი­ტყვებს), ღმერ­თი და­ურ­თავს მას წყლუ­ლებს, რომ­ლე­ბიც წე­რია ამ წიგნ­ში. ხოლო თუ ვინ­მე რა­მეს მო­აკ­ლებს ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სი­ტყვებს, ღმერ­თი მო­აკ­ლებს მას წილს სი­ცო­ცხლის ხი­დან, წმი­და ქა­ლა­ქი­დან და იქი­დან, რაც ჩა­წე­რი­ლია ამ წიგნ­ში.” (გამ. 22, 18-19)

ყურს ნუ ათხო­ვებთ “იდუ­მა­ლი უხუ­ცე­სი ბე­რე­ბის” და “უც­ნო­ბი წმინ­და­ნე­ბის” ზღაპ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი რისი ცოდ­ნაც სა­ჭი­რო და სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, სა­ბურ­ველ­გა­დახ­დი­ლია შვი­ლე­ბის­თვის და და­წე­რი­ლია ბიბ­ლი­ა­ში”, – წერს დე­კა­ნო­ზი.

Published in ბლოგი
ნიკოლოზ
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

 დეკანოზი თამაზ ლომიძეს გამოხმაურება სოც. ქსელში…

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება