დასაწყისი / Inception ფილმის განხილვა 

არსებობს ფილმები რომლეშიც ღრმა აზრი დევს, საოცარი გადაღებაა და ულამაზესი ეფექტებია, ფილმები რომლებსაც გემოვნებიანი და კარგი მუსიკა აქვს, ან საოცარი სამსახიობო შესრულება, დასაწყისი კი არის ფილმი რომელშიც ეს ყველაფერი გაერთიანებულია. ნოლანი ამ იდეაზე წლები მუშაობდა და საბოლოოდ შექმნა საოცრება რა არის იდეა ? იდეა ყველაფერია რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, მათი აზროვნება, მათი მომავალი და შეიძლება თავიც კი გაწიროს ამ იდეისთვის ესკი ყველაზე ლამაზად და კარგად სწორედ ამ ფილმშია წარმოდგენილი ”რომელი პარაზიტი ცხოვრობს ყველაზე დიდ ხანს? მხოლოდ იდეა. ადამიანის იდეა, რომელსაც შეუძლია ააგოს ქალაქები. იდეა, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას მსოფლიო და ხელახლა დაწეროს კანონები. ამიტომაც მე ვალდებული ვარ მოვიპარო ისინი”.

ახლა შევეხოთ სიზმრებს, „ამბობენ, რომ ჩვენი ტვინის ნამდვილი პოტენციალის მხოლოდ ნაწილს ვიყენებთ, ეს მაშინ როცა გვღვიძავს, მაგრამ როცა გვძინავს, ჩვენს ტვინს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია „ სიზმრები ეს საოცრებაა, ადგილი სადაც შეგვიძლია შევქმნათ ყველაფერი და გავაკეთოთ ის რაცგვინდა, რამდენჯერ ყოფილა როდესაც ადამიანს არუნდა გაღვიძება რადგან იქ შეუძლია აისრულოს ყველა ოცნება და ის შექმნას რისი მიღწევაც რეალურ სამყაროში წარმოუდგენელია. ყველაზე მთავარი კი იყოს იმ ადამიანებთან რომლებთანაც რეალურ სამყაროში ვეღარ იქნება „ – რატომ არის სიზმრები შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? – იმიტომ რომ ჩემს სიზმრებში ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვართ.“

ახლა გადავიდეთ მთლიანი ფილმის განხილვაზე და რაცმთავარია დასასრულზე რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დატოვა. ფილმის მთავრი პერსონაჟი არის კობი, ადამიანი რომელსაც აქვს საოცარი სიყვარულის ისტორია და ამავდროულად ტრაგიკული, მას ჰყავდა ცოლი რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კობის და მოლის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მათ შექმნეს სამყარო სიზმრებში, ქალაქი სადაც მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ და მათ შეძლეს ამ ქალაქში ერთად დაბერება, წარმოიდგინეთ ადგილი სადაც ყველაფერი შენს ხელთაა და ხარ საყვარელ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება რათმქაუნდა ამან შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გადაიყვანოს ჭკუიდან და სწორედ ეს მოუვიდა მოლის, რომელსაც რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ სურდა. თუმცა კობიმ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო რადგან მან იცოდა ეს რეალური სამყარო არიყო და მისი შვილები სიზმრებს გარეთ იყო რომლებთანაც დაბრუნება სურდა, ამიტომაც მოლის ჩაუნერგა იდეა რომ „სიზმრების“ სამყარო რეალური არიყო და თვითმკვლელობის შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ რეალურ სამყაროში, თუმცა ეს იდეა იმდენად ჩაინერგა მოლის ტვინში რომ გამოფხიზლების შემდეგაც მის გონებაში დარჩა და ამიტომაც მან რეალური სამყარო არარეალურად აღიქვა და იქაც სიკვდილით დაასრულა ცხოვრება, ერთი შეხედვით ტრაგიკული და მეორე მხრივ საოცარი სიყვარულის ისტორია. ახლა რაც შეეხება მთლიან სიუჟეტს, საიტო რომელსაც არსურს რომ ფიშერმა განაგრძოს მამის საქმიანობა და სურს მისი კომპანია გაანადგუროს ამისთვის იყენებს კობის და ამ ჯგუფს რომ შევიდნენ ფიშერის გონებაში და ჩაუნერგონ ახალი იდეა, ამისთვის ისინი იყენებენ სამ სიზმარს, სადაც დრო სხვადასხვანაირად გადის პირველ სიზმარში 7 დღე აქვს, მეორეში ნახევარი წელი ხოლო მესამეში 10 წელი თუმცა ისინი გამოსვლას უფრო ადრე გეგმავენ რადგან არავის სურს სიზმარში ამდენი ხანი გაჩერება. საქმის დაწყების შემდეგ ირკვევა რომ თუ რომელიმე მათგანი სიზმარში მოკვდება ის ლიმბში გაიჭედება, ანუ წლების განმავლობაში შეიძლება სიზმარში აღმოჩნდეს და იქიდან უკანაც ვეღარასდროს დაბრუნდეს ამის მიზეზი კი ძლიერი დამაძინებელი საშუალებაა. ფიშერის გონებას ჰყავს დამცველები რომლებიც მას ჩაუნერგეს იმისთვის თუ ვინმე მის გონებაში შევიდოდა, ამიტომ როდესაც პირველ სიზმარში გადადიან უკვე იწყება მისი დაცვის გააქტიურება და მათ სიზმრებში დაბრკოლებები ექმნებათ, რაც გამოიწვევს საიტოს დაჭრას პირველივე სიზმაში. მესამე სიზმარში ფიშერის მოკვლის დროს რომელსაც მოლი კლავს, კობი გადადის ახალ ანუ მეოთხე სიზმარში სადაც ის საკუთარ ცოლს ხვდება და მის დატყვევებულ ფიშერს ათავისუფლებს ხოლო თვითონ იქ რჩება რადგან ლიმბში ჩარჩენილი საიტო გამოიყვანოს, რომელიც მანამდე მესამე სიზმარში კვდება. აქედან იწყება დასასრულის განხილვა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა სიზმარში დარჩა კობი თუ რეალურ სამყაროში ? პირველად განვიხილოთ რეალურ სამყაროში დარჩენა შევაჯამოთ ყველა დეტალი. პირველ რიგში როდესაც სიზმარშია თავის ცოლთან ერთად კობის ბეჭედი უკეთია ხოლო დასასრულს კი მას ბეჭედი მოხსნილი აქვს, მეორე კობი ამბობს რომ მას სიზმრებში თავისი შვილების სახეების დანახვა არშეუძლია მხოლოდ რეალურ სამყაროში შეძლებს დაინახოს ისინი და სწორედ დასასრულს ხედავს მათ სახეებს, მესამე კობი როდესაც ლიმბში ჩარჩენილ საიტოს ხვდება ეუბნება რომ ის სიზმარშია და მის დასახსნელად მივიდა, იმასაც ახსენებს რომ მისი პირობა აქვს შესასრულები და სახლში უნდა დაბრუნდეს, ის უკვე ლიმბში ნამყოფია თავის ცოლთან ერთად და მაშინაც დაბრუნდა რეალურ სამყაროში ისევ ახალგაზრდა. რაც შეეხება ალტერნატიულ დასასრულს ანუ სიზმარში ჩარჩენას ამის მაგალითი ეს ტოტემია რომელიც ტრიალს აგრძელებს თუმცა იმის თქმაც შეიძლება რომ ბოლო მომენტში ტოტემი ნელდება და შეიძლება წაიქცეეს კიდეც, ასევე ბოლო მომენტი რომელიც სიზმარს ჰგავს რადგან ზუსტად ისე ხედავს საკუთარ შვილებს როგორც სიზმარში, თითქოს იგივე სცენა მეორდება ბავშვების ასაკის ცვლილება ნაკლებად შეიძლება მივიღოთ რადგან ბავშვები სრულიად შესაძლებელია იგივე ასაკის იყვნენ სიზმარში ხომ დრო სხვანაირად გადის და იმ წლების გასვლის მიუხედავად, რომელიც სიზმარში გავიდა ბავშვების ასაკს არ შეეხებოდა, მაგრამ ის ზუსტად ისე ხედავს თავის შვილებს როგორც წასვლისას დატოვა იგივე ტანსაცმელში და იგივე სიტუაცია რომელიც სიზმრის შთაბეჭდილებას ტოვებს. სიზმარი რომელზეც ოცნებობ და იქიდან გამოსვლა არგინდა მასხომ ოცნებად ჰქონდა შვილებთან დაბრუნება, მან ჩანერგა თავის თავში რომ ისიყო რეალური დასასრული და მიიღო ისეთი როგორიც მას სურდა, არსებობს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი რომელიც მათ სიზმარში დარჩენას განაპირობებს ისინი ხომ ლიმბში გაიჭედნენ და მათ დიდი ხანი დასჭირდათ რეალურ სამყაროში გადმოსასვლელად ამიტომ როგორ გაიღვიძეს თვითმფრინავში ? მაშინ როცა ყველა მათგანი გამოვიდა სიზმრიდან ფურგონში საიტო და კობი ისევ წყალში იყვნენ მათ წესით ბევრად მეტი დრო უნდა დასჭირვებოდათ ლიმბიდან გამოსასვლელად მითუმეტეს რომ არგვაჩვენებენ ჯერ ფურგონში გამოფხიზლებულ კობის და საიტოს და ისინი პირდაპირ თვითმფრინავში იღვიძებენ სადაც დრო სულ 10 საათი ჰქონდათ, ბოლო სცენა კი უბრალოდ მისი ოცნების რეალურად წარმოსახვა იყო. ამიტომაცაა ეს ფილმი გენიალური, რამდენჯერაც არუნდა ვუყურო კვლავ ახალ დეტალს აღმოვაჩენ და ყოველჯერზე დიდი სიამოვნებას განიჭებს

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დასაწყისი / Inception ფილმის განხილვა 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება