დარდები!!!

სადღაც ახლა უჩვეულო დარდებია…

მთებს დაეტყოთ სევდა,

გლოვის ნიშნად.

ანგელოზნი მიწაზე რომ ვარდებიან,

და ვარდები რომ ჭკნებიან,

რაღას ნიშნავს?

ჩავბარდები ამ ტკივილის პოლიციას…

და იმ ხალხში, ღიმილი რომ არ იციან,

მეც ვიპოვი ჩემს ადგილს

და დავბერდერდები.

გავჩერდები სადაც წვიმს და დამიცდიან,

მანდ თუ სული ამოვთქვი,

გავაგრძელებ ალბათ წერას!

და ფურცლები დამალავენ რასაც ვიტყვი,

მანამ, სანამ არ ვუჩივი ბედისწერას.

მანამ, სანამ შემიძლია გავიმართო –

ამინდებთან ბრძოლები რომ გამიმართავს,

შედეგებზე ფიქრი არც კი მინდა,

რადგან მიწას, რაც კი ქონდა მაშინ წმინდა,

ყველაფერი ხარებივით გადათელეს.

და ამხალხში იპოვეო სამართალი…

აღარც წვეთი წყალი მინდა,

აღარც ლომთა ღირიალი –

ყველა ჩიტი თბილ ქვეყნებში გადაფრინდა,

და მომბეზრდა გამოფიტულს

ერთ ადგილზე ტრიალი!

ხოდა, მოდი, გადავხტეთ –

ისტორია ჩვენ კი არა, ჩვენნაირებს ინახავს.

და თუ გრძობებს ამ მიწაზე

მოვიტანთ და დავატევთ –

ჩვენც ვიტყვით რომ სიცოცხლში,

სიცოცხლეზე მეტი ვნახეთ,

და ამბავი ჩემს ლექსებში

სამუდამოდ შევინახეთ.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დარდები!!!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება