დაავადება რომელიც წამლით არ ინკურნება !!! 

აზარტული თამაშებისადმი სიყვარული ფსიქიკური პათოლოგიაა. იგი ქცევითი დამოკიდებულების ერთ-ერთი სახეა.

დამოკიდებულებასთან გვაქვს შეხება, თუკი რაიმე საქმიანობით, პირს ან სოციუმს, ან ორივეს ერთად რაიმე ზიანი ადგება.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებები აჩენს. ფსონის დადებისას, კარტის დარეგიბისას ადამიანი სიამოვნებას განიცდის და ამ განცდაზე დამოკიდებული ხდება.

ფსიქიკური დამოკიდებულბების სპეციალისტი ბოგდან ვორონოვიჩი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების ოთხ სტადიას გამოყოფს:

პირველ, ანუ მოგების სტადიას ბოგდანოვიჩი ასე ახასიათებს: მცირე თანხის მოგების შემდეგ დიდი ფულის მოგების სურვილი ჩნდება. ადამიანი ინტენსიურ თამაშს იწყებს და დიდ ფსონებს დებს.

ამას მოსდევს დანაკარგების სტადია, როდესაც ადამიანი აგებს, თუმცა დიდი მოგების იმედი უფრო და უფრო უმძაფრდება. იღებს ვალებს, მალავს დამოკიდებულებას.

იზოლაციის სტადიისას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ემალება ადამიანებს, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. მოთამაშე სირცხვილს გრძნობს, თავს დამნაშავედ მიიჩნევს და დეპრესიაში ვარდება.

იმედის დაკარგვის სტადიისას თამაშზე დამოკიდებული გამოსავალს ეძებს: პრობლემის გადაჭრას ის ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით ცდილობს; ჩადის კრიმინალს ვალების გასასტუმრებლად; ფიქრობს სუიციდზე, ან იწყებს მკურნალობას. 

დამოკიდებულებას არ შველის წამლები. ამ დაავადებას ფსიქოთერაპევტებმა სპეციალური ფსიქოთერაპიის კურსით უნდა უმკურნალონ”.

პაციენტების გამოჯანმრთელება მეტწილად მათ სურვილსა და ფსიქოლოგის დახმარებაზეა დამოკიდებული. 

   თუ მოგეწონათ პოსტი გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დაელოდეთ შემდეგს გასაგებად ხართ თუ არა დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე 🙂❤️

Published in ბლოგი
khat
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დაავადება რომელიც წამლით არ ინკურნება !!! 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება