გერგეტის სამების ეკლესიის შესახებ.

გერგეტის სამების ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს საქართველოში. გერგეტის სამების ეკლესია თავისი ისტორიითა და მდებარეობით წარმოადგენს საქართველოს სახეს – ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ ქრისტიანულ კუნძულს.

როგორ მოვხვდეთ გერგეტის სამებასთან?

2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა გერგეტის გზის მშენებლობა და ამიერიდან შეგიძლიათ ტაძარს ნებისმიერი ტიპის ავტომობილით ესტუმროთ. ასევე შეგიძლიათ ყაზბეგში მოხვედრა მიკროავტობუსით, შემდეგ კი ტაქსის დაქირავება ან ფეხით ასვლა სოფელ გერგეტიდან. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ფეხით ასვლას დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდე სჭირდება. მიკროავტობუსები ყაზბეგის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან გადიან.

აგების თარიღი და სახელი

გერგეთის ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი – სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

ისტორია

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.

გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

თუ გერგეტის სამებას ესტუმრებით არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველ რიგში მოქმედი მონასტერია და შემდეგ ტურისტული ადგილი. ამიტომ პატივი ეცით მონასტრის წესებს. ქალბატონებმა ჩაიცვით კაბა და დაიფარეთ თმები თავსაბურავით. მამაკაცები ნუ შეხვალთ მონასტრის ტერიტორიაზე შორტებით.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გერგეტის სამების ეკლესიის შესახებ.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება