განათლება
ნათქვამია” 1000 წიგნი მაინც უნდა წაიკითხო, რომ ის ერთი იპოვო. გთავაზობთ წიგნს რომლის წაკითხვის შემდეგ რაღაც იცვლება შენში, გაფიქრებს ცხოვრებაზე და ადამიანებზე.
“ნუ მოკლავ ჯაფარას”
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი ნუ მოკლავ ჯაფარას ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია მსოფლიოში,სადაც წამოჭრილია თემები რასიზმზე, ბნელ აზროვნებაზე, სოციალურ უგუნურობაზე, სექსუალიურ ძალადობაზე და იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახი და ჯანსაღი აზროვნება ბავშვის აღზრდაში. ატიკუს ფინჩი – წიგნის მთავარი გმირია, იგი ადამიანის, მამის, მეგობრის იდეალს წარმოადგენს. იშვიათად , რომ ვინმე ისეთი მოთმინებითა და სულიერი სიმამაცით გამოირჩეოდეს , როგორიც ატიკუსია. 1962 წელს გადაიღეს ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.ეს წიგნი უამრავ მკითხველს აბრუნებს ბავშვობაში და იმ დიდი სითბოთი უვსებს გულს, რასაც ტკბილი მოგონებები ჰქვია.





კომენტარები