გალაკტიონი

🌙”ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით

და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე,

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები –

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა,

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები –

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები –

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!” – “მთაწმინდის მთვარე”.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გალაკტიონი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება