გადასატანი დღეები

,, ხომ არის ხოლმე “გადასატანი” დღეები… “ფეხზე ვერ დავდგები” დღეები…

“მეტი აღარ შემიძლია” დღეები… “დავიტანჯე” დღეები…

,,მხრებჩამოყრილი დღეები…

“ყელში ამოვიდა” დღეები… გულგახეთქილი დღეები…

ამ დროს იცი რა უნდა ქნა?!

საკუთარი სხეულიდან უნდა გამოხვიდე, შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე, შენივე ხელი მხარზე გადაიდო, წამოაყენო…

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ… ეს “მეზარება” დღეები რომ ჩამოიცილო მხრებიდან…

მერე უნდა დაითვალო ნაბიჯები… ოცამდე და პირიქით…

მანამდე სანამ, პატარა ნაპერწკლს არ დაინახავ სიცოცხლისას…

იმ “ტუჩებდაბუჟებული” დღეების გასაცრელად…

იმ “არაფერი აღარ მინდა” დღეების დასამარცხებლად…

– კიდევ რა უნდა ქნა?! – საკუთარ თავს დაელაპარაკე, გულახდილად უთხარი, გამოუტყდი ყველაფერში…

რა გინდა…

რატომ ხარ ასე…

იტირე!

თუ გულზე მოგეშვება იტირე!..

მერე აუცილებლად გაიცინებ, გულიანად გაიცინებ!..

მთავარია ეს “გადასატანი” დღეები გადაიტანო!..

“მეტი აღარ შემიძლია” – დღეებს არ მისცე გამარჯვების უფლება!..

მოითმინო…

საკუთარ თავს დაეხმარო სიხარულის დღეების დადგომამდე…

გამარჯვების დღეების დადგომამდე… “გამიმზიანდა” დღეების დადგომამდე…

ეს უნდა შეძლო!..

წინ უნდა იარო, არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში!..

წაიქცევი? – ადგები!.. ასჯერ რომც წაიქცე – ასმეერთედ უნდა დადგე ფეხზე!.. ამაშია ცხოვრების აზრი!..

ეს არის გამარჯვების, მიზნის მიღწევის დღეების საწინდარი!..

უნდა ადგე!..

აუცილებლად უნდა ადგე და გააგრძელო გზა მზიანი დღეების ხათრით!..

საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად! საკუთარი ბედნიერების დღეების საპოვნელად!..

იპოვნე! აუცილებლად იპოვნე შენი თავი იმ “ჩავიძირე” დღეების ფსკერზე და გადაარჩინე!!!”

/გურამ დოჩანაშვილი/

Published in ბლოგი
zurab
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გადასატანი დღეები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება