გადარჩენის საიდუმლო💚

გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობის მფლობელი ებრაელი ანჟელი ხშირად ამბობდა: “იცით, რატომ ვარ დღეს ცოცხალი? ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც გერმანიაში ნაცისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ებრაელებს. ერთ ღამეს მატარებლით წაგვიყვანეს ოსვენციმში. გარეთ საშინელი სიცივე იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვტოვეს საკვების და საწოლების გარეშე. შესაბამისად, შესაძლებლობის გარეშე, როგორმე გავმთბარიყავით. უსასრულოდ თოვდა. ცივი ქარი ყოველწამიერად ლოყებს გვიყინავდა. ჩვენ ასობით ვიყავით საკვების , წყლის , თავშესაფრის გარეშე. სიცივისგან სისხლი ძარღვებში გვეყინებოდა. ჩემს გვერდით იყო მოხუცი ებრაელი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხალხს ძალიან უყვარდა . ის მთელი სხეულით ცახცახებდა და საშინლად გამოიყურებოდა. მკლავები შემოვხვიე, რომ გამთბარიყო. მჭიდროდ ჩავეხუტე და ვუზელდი ფეხებს, სახეს, კისერს. ვევედრებოდი, ცოცხალი გადარჩენილიყო. მე თვითონ დაღლილი და გაყინული ვიყავი, თითებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მოხუცი მამაკაცის სხეულის მასაჟს და მის გამხნევებას არ ვწყვეტდი. რამდენიმე საათი გავიდა ასე. ბოლოს,როგორც იქნა, გათენდა. მზე გამოანათა. გარშემო მიმოვიხედე და მხოლოდ გაყინული ადამიანების ცხედრები დავინახე. ყინვიანმა ღამემ ყველა იმსხვერპლა. მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა : მოხუცი და მე . მოხუცი გადარჩა, რადგან მე ის გავათბე , მე კი გადავრჩი, რადგან მას ვათბობდი. ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო სწორედ ეს არის : როდესაც თქვენ სხვის გულს ათბობთ, მაშინ თქვენც თბებით. როდესაც მხარს უჭერთ, აძლიერებთ და შთააგონებთ სხვებს, მაშინ თქვენც იღებთ მხარდაჭერას, გაძლიერებას და შთაგონებას თქვენი ცხოვრებისათვის .” “რახან დაგერქვა ადამიანი , ჯერ სხვას უშველე…. , შენ კი ღმერთი გიშველის”

Published in სამყარო
NETSHOP
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გადარჩენის საიდუმლო💚

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება