ბუნება მბრძანებელია

ბუნება მბრძანებელია

ნინო მენაბდიშვილი

V კლასი

ჩვენ ვცხობრობთ ყველაზე ლამაზ პლანეტაზე, დედამიწაზე, სადაც ბუნება ძალიან რთულადა და საინტერესოდაა მოწყობილი. ერთი შეხედვით, ბუნებაში ყველაფერი გამოცანად გვეჩვენება. ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდა, გამოეცნო ეს გამოცანები, გაეგო, თუ რატომ და როგორ ხდება ესა თუ ის მოვლენა.

სათნო, ყოვლის შემძლე და, ამავე დროს, შეუწყალებელი ბუნება მართავს ყველაფერს, რაზეც დედამიწის ბინადარნი (თვით ადამიანებიც) არიან დამოკიდებულნი. ადამიანის უხეში ჩარევა ბუნების კანონებში მავნებელია თვით ადამიანისთვის, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა კაცობრიობა.

…ადამიანმა გაჩეხა ტყეები, დააბინძურა ჰაერი და წყალი, ამის შედეგად გახშირდა სტიქიური უბედურებები და ჩვენ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდექით.

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბუნების მოამაგე, ნიკო კეცხოველი წერს: ,,ბუნება ადამიანის ხელის გარეშე არ არსებობს. ხოლო თუ ადამიანის ხელი უგუნრად წარიმართა, იგი ბუნებას კლავს, მაგრამ გონიერი ცოდნით შეიარაღებული – აცოცხლებს, ამდიდრებს და ახარებს მას”.

მართლაც, ბუნება და ადამიანი განუყოფელია – ადამიანი ბუნების ნაწილია და ბუნება ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი და ერთადერთი გარემოა. ამიტომ იგი ჩვენი ზრუნვის უპირველესი საგანი უნდა იყოს.

* * *

ნანა რუსია

V კლასი

ბავშვებს, რომლებიც ქალაქში ვცხოვრობთ, ბუნებასთან შეხება არა გვაქვს. ძირითადად, ბუნების სილამაზეს ზაფხულში, დასასვენებლად რომ მივდივართ, მაშინ ვგრძნობთ, ან მაშინ როცა ბაბუას ბოტანიკურ ბაღში ან კუს ტბაზე სასეირნოდ მივყავართ.

…ამ ზაფხულს ქობულეთში ვიყავით დასასვენებლად. ზღვის სანაპიროს ზოლივით გასდევს ასწლოვანი ფიჭვნარი მაგნოლიის ხეებთან ერთად.

რამდენიმე დღე უამინდობა იყო – ცოტა აგრილდა, ზღვაც აღელვდა. ზღვის ტალღებმა სანაპიროდან მთელი ქვები აკრიფა და ზღვაში შეიტანა. მას ჩემი თვალით ვუყურებდი და მიკვირდა ზღვის ეს გაწამაწია. Mეორე დღეს პლაჟზე მხოლოდ სილა იყო დარჩენილი. მესამე დღეს კი ვნახე, რომ ტალღებს ისევ უკან გამოეტანა ქვები და თავის ადგილზე დაელაგებინა. ზღვაც დაწყნარებული იყო. შაოცარია მშვიდი ზღვის ყურება, მაგრამ იგი მუდამ იდუმალია და მოულოდნელობებითაა აღსავსე.

და აი, ერთხელ, ზღვის სანაპიროზე ყოფნისას, ამინდი უაცრად თითქოს აირია და ზღვის სიღრმეში შევნიშნეთ დიდი ძაბრისებული რამ. რომელიც ტრიალებდა ზღვის თავზე: ,,ტორნადო”… ,,ქარბორბალა!” – წამოიძახეს აქეთ-იქიდან. ერთმანეთს გადავხედეთ, სანაპიროდან ბულვარზე ავედით და შეშინებულები ვუყურებდით ქარბორბალას, რომელიც რამოდენიმე წამის მერე ცაში აიჭრა და გაქრა.

აი, აქ ვიგრძენი ბუნების ძალა. თურმე როგორი საშიში შეიძლება იყოს მისი რისხვა.

* * *

დავით ღუღუნაძე

V კლასი

ბუნებას თავისი კანონები აქვს და ყველა ცოცხალი ამ კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. ყოველ ცოცხალს ბუნებაში თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. მწვანე მცენარეები ნიადაგს ქმნიან და ამაგრებენ, მიწა მათთვის სახლიც არის და საკვებიც; თვითონ ხეები კი ჰაერს აწვდიან სხვა ორგანიზმებს. ტყეები სახლია ცხოველებისათვის. ისინი აქ პოულობენ საკვებს და თავშესაფარს, ისინი არ ანადგურებენ და არ აბინძურებენ თავის გარემოს, თითქოს უფრთხილდებიან მას.

უფალმა ბუნების გვირგვინად ადამიანი მოავლინა. მას აზროვნების უნარი მისცა. თავიდან ადამიანს თავშესაფარს და საჭმელს ბუნება აძლევდა. არც იგი იყო ხარბი და არ მოჭრიდა იმაზე მეტ ხეს, რაც საცხოვრებლის ასაგებად ან შეშად სჭირდებოდა; ნადირსაც იმდენს მოინადირებდა, რამდენიც საკვებად სჭირდებოდა. თანდათან ადამიანი შეიცვალა, დაიწყო ბუნებაში ჩარევა, მუდმივად არღვევს მის კანონებს, თავისი საქმიანობით აბინძურებს ჰაერს, წყალს, მიწას. დღეს ადამიანი ნადირობს არა იმიტომ, რომ შია, არამედ იმიტომ, რომ ეს გართობის ერთ ერთი სახეა. ჩეხავს და ანადგურებს ტყეებს მხოლოდ იმისთვის, რომ საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვი მორთოს.

გარემოს მიმართ ასეთი უდიერი მოპყრობა, მისი კნონების დარღვევა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება ბუნებრივი კატასტროფებით: ზვავებით, მეწყერებით, წყალდიდობებით, უდაბნოებით და ა.შ. ამგვარი მოვლენებით ბუნება მუდმივად გვახსენებს, რომ თვითონაა მბრძანებელი და არა – ადამიანი.

* * *

ანი ხოსრუაშვილი

V კლასი

ადამიანი ბუნების შვილია და მისივე ნაწილია. ბუნება, მისი შემადგენელი ოკეანეებითა და ყინულოვანი მწვერვალებით, უდაბნოებითა და ოაზისებით, ბუმბერაზ გარემოს ქმნის, რომელშიც ცხოვრობს და შრომობს ადამიანი. უმცირესი ერთუჯრედიანი არსებებიდან დაწყებული 150-ტონიანი ვეშაპით დამთავრებული, ის სამყაროა, რომელიც ადამიანთან ერთად თანაცხოვრობს ამ ბუნებაში.

ბუნების მოვლენები: ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი, წყალდიდობა და გვალვა – წყლისა და მიწის სტიქია, კარგად შეისწავლეს მეცნიერებმა, მაგრამ მათი მართვა დღემდე ვერ ხერხდება. ამიტომაცაა ბუნება ჩვენი მბრძანებელი, ამიტომაც აწუხებს კაცობრიობას გლობალური ეკოლოგიური პრობლემები. ბუნება არა მხოლოდ მბრძანებელია, არამედ ასაზრდოებს ადამიანს. სწორედ ამიტომ, მას გაფრთხილება სჭირდება. არგაფრთხილებამ შეიძლება დიდი უბედურება მოუტანოს კაცობრიობას.

არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, თავს გრძნობდე ამ დიდებული ბუნების ნაწილად…

* * *

თემო სამსონაძე

V კლასი

ყოველდღე გვესმის ახალ ამბებში, რომ რომელიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა ან გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა. ყოველივე ეს თავად ადამიანის ქმედების ბრალია.

მეწყერი ბუნებრივი სტიქიაა, რომელიც ადამიანმა ტყის უსასრულო კაფვით შექმნა. ხეების ფესვები მიწას ვეღარ აკავებს და იწყება მიწის ჩამოშლა. ამ სტიქიისგან ყველაზე ხშირად სვანეთი ზარალდება.

ტყეების უსასრულო ჩეხვის შედეგია უდაბნოების გაჩენაც, მაგალითად მსოფლიოს უდიდესი უდაბნო ტყეთა დიდი ფართობების წვის შედეგია.

ადამიანი ბუნებას ანადგურებს, როცა მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში მომწამლავ ნივთიერებებს უშვებს, მაგალითად ნავთობს. წყალში ტონობით ჩაყრილი ნაგავი ასევე ვნებს მის ბინადრებს. დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ იკლავს, ყოველწლიურად, ასობით ვეშაპი თავს. მეცნიერთა ჯგუფი ამას წყლის დაბინძურებას მიაწერს. ისინი თვლიან, რომ წყალი იმდენად დაბინძურებულია, რომ ვეშაპები იქ ვეღარ ძლებენ და თავს იკლავენ.

არანკლებ საშიშია ჰაერის დაბინძურება. ყოველწლიურად შენდება ფაბრიკები, უშვებენ მილიონობით მანქანას, რომლებიც მავნე აირებს გაისვრიან ატმოსფეროში. ამ აირების ჭარბი რაოდენობა ტემპერატურის ყოველწლიურ მატებას იწვევს, რასაც, მეცნიერების აზრით, გლობალურ დათბობამდე მივყავართ.

ადამიანებმა გააცნობიერეს მათ წინაშე მდგარი საშიშროება და ბევრ ქვეყანაში ეწყობა აქციები გარემოს დასაცავად. მაგალითად: ბევრ ქვეყანში გარემოს დაცვის დღეა დაწესებული, როდესაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ბუნებაში გადის და ტყეებსა და ზღვისპირა ზოლს ასუფთავებენ ნაგვისაგან. გადაშენების პირას მდგარი ცხოველების დასახმარებლად ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ინგლისში, სპეციალურ ზოოპარკებს აგებენ, სადაც წითელ წიგნში შესულ ცხოველებს ამრავლებენ.

პარიზში, მაგალითად, ორიოდე წლის წინ მოეწყო აქცია, რომლის დროსაც მთელ პარიზში 1 წუთით ჩააქრეს შუქი, რითაც დაზოგეს ასობით მეგავატი ელექტროენერგია.

საქართველოში დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია ტყის დაცვა, რისთვისაც ხშირად ხეების დარგვის აქციები ეწყობა. აღნიშნული პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით ხორციელდება.

* * *

სალომე თევდორაშვილი

V კლასი

ბუნება რომ არ იყოს ჩვენ ვერ ვიარსებებდით. მის გარეშე არ იქნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. ბუნება ადამიანის საციცოცხლო წყაროა.

ადამიანი შეუბრალებელია, რასაც კი დაინახავს, უნდა, რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ადამიანები ვერ აფასებენ ბუნების სილამაზეს. უმრავლესობას არ ესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას ბუნების გაუფრთხილებლობამ. ხეების გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, ადამიანი კი მას ერთ დღეში ჭრის, რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას – გარდა იმისა, რომ ჰაერი ბინძურდება, ხეების მოჭრა იწვევს ზვავს, მეწყერს. სამწუხაროდ, ადამიანი ამას ვერ ხვდება.

გავუფრთხილდეთ ბუნებას!

დავრგოთ ხეები და არ დავაბინძუროთ გარემო!

გვახსოვდე, რომ ბუნების გაუფრთხილებლობა მთელ კაცობრიობას უქმნის საფრთხეს!

შევხვდეთ ახალ წელს ხელოვნური ნაძვებით!

გერმანე წურწუმია

V კლასი

გერმანელებმა ახალი წლის შესახვედრად ერთი ტრადიცია მოიგონეს: ისინი ნაძვის ხეზე ჩამოკიდებდნენ ფერად სათამაშოებს და მის გარშემო ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მხიარულობდნენ. წლების შემდეგ კაცობრიობამ ახალი ტრადიცია შემოიტანა: ადამიანები ჭრიდნენ ნაძვის ხეს, შემდეგ ნაძვი ოთახში შემოჰქონდათ ისე, როგორც ახლა ხდება.

ამ ტრადიციის გაგრძელება შეუძლებელია, რადგანაც თუ ხეებს მოვჭრით, არ იქნება წყალი; თუ წყალი არ იქნება, არც მცენარეები იქნება და არც ჟანგბადი. ეს როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ! უმჯობესია, შევხვდეთ ახალ წელს ხელოვნური ნაძვებით!

კუნძის ტკივილი

თიკო შენგელია

Vკლასი

ერთ უღრან ტყეში ერთი ლამაზი ხე იდგა. მას ხის მჭრელები კი ხედავდნენ, მაგრამ, ჯერ ძალიან პატარა იყო და ეცოდებოდათ ან, უბრალოდ, ჯერ არ სჭირდებოდათ.

ნაძვი გაიზარდა და უფრო დამშვენდა. ერთ დღესაც, როცა ახალი წელი ახლოვდებოდა, ვიღაცამ მოჭრა ნაძვი და შინ წაიღო. ნაძვის ტოტები სათამაშოებითა და ფერადი ნათურებით მორთეს. ბავშვებს უხაროდათ… არავინ ფიქრობდა, რომ ნაძვს ტკიოდა და ჩუმ ცრემლებს ღვრიდა, დედატყეს რომ მოაშორეს… ხანდახან ნაძვსაც აიყოლიებდა ბავშვების ჟრიამული, მასაც უხაროდა და კოპწიაობდა… მაგრამ…

გავიდა დღეები, ტოტები ნელ-ნელა შეახმა, შეუყვითლდა. წიწვები სცვიოდა ყოველ შეხებაზე. აღარც ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ბოლოს სახლიდან გაიტანეს, დაჩეხეს და ბუხარი აგუზგუზეს. მხოლოდ ერთი კუნძიღა დატოვეს მისგან, კუთხეში მიაგდეს… ,,რა უბედური ვარ… ჩემი სილამაზე წამართვეს და კუნძაd მაქციეს’’,- ფიქრობდა კუნძი, მაგრამ არავის ესმოდა მისის წუხილი და განცდა.

დედამიწა – ჩვენი საერთო სახლი

თინათინ ქოთოლაშვილი

Vკლასი

ადამიანი და ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობს და ზემოქმედებას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე, ბუნების ნაწილია. ჩვენი სიცოცხლის, სიჯანსაღის მთავარი განმსაზღვრელია გარემოს, ბუნების მდგომარეობა.

ეზოს დანაგვიანებამ, მდინარეების დაბინძურებამ, ხეების მასობრივად მოჭრამ შეიძლება დიდი ზიანი მოგვიტანოს.

დღეს მსოფლიოში ბუნების მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. კაცობრიობის წინაშე მრავალი პრობლემა დაგროვდა, რაც ადამიანის მიერვე არის შექმნილი. ადამიანი გვიან მიხვდა იმ სიავეებს, რაც მის მიერ ბუნების უხეშმა დამორჩილებამ მოიტანა. ესენია: წყალდიდობები, გვალვები, მეწყერები, ღვარცოფები და ა.შ.

ბუნებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ არ გავუფრთხილდებით მცენარეებს, ცხოველებს, დავაბინძურებთ მდინარეებსა და ზღვებს, მოხდება უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა, რის შედეგადაც შეიძლება ყველაფერი განადგურდეს.

გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, დედამიწას – ჩვენს საერთო სახლს!

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ბუნება მბრძანებელია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება