ბოლო ათწლეულის “ოსკაროსანი” ფილმები 

მერიკული კინოაკადემიის პრემია, რომლითაც პირველად ლუსიენ ჰაბარდის დრამა „ფრთები“ დაჯილდოვდა 1929 წელს, თითქმის საუკუნის შემდეგ არ კარგავს აქტუალურობას. „ოსკარი“ დღესაც ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა, რომელიც ფილმის შემქმნელების პროფესიონალიზმსა და მათი ნამუშევრის მაღალი ხარისხზე მიანიშნებს.

გთავაზობთ ბოლო ათწლეულის „ოსკაროსან“ ფილმებს, რომელთაც კრიტიკოსებთან ერთად მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს.

2021 წელი – „ნომადლენდი“ („მომთაბარეთა მიწა“ Nomadland) – ქლოა ჩჟაოს დრამა ჯესიკა ბრუდერის ამავე სახელწოდების დოკუმენტური რომანის მიხედვით შეიქმნა და ასაკოვანი ქალის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომელიც მეუღლის გარდაცვალებისა და სამუშაოს დაკარგვის შემდეგ მშობლიურ ქალაქს ტოვებს და საკუთარი ფურგონით მოგზაურობს მთელ ამერიკაში. მართალია, ფილმი კინოაკადემიის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ მხოლოდ სამ – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და ქალის მთავარი როლის კატეგორიაში აღინიშნა პრემიით.

2020 წელი – „პარაზიტები“ (Gisaengchung) – პონ ჩჟუნ ჰოს სამხრეთ კორეული კომედია დრამისა და ტრილერის ელემენტებით, რომელმაც აზიურ ქვეყნებში გამეფებული სოციალური უთანასწორობა ასახა ეკრანზე, „ოსკარის“ ოთხი პრემიით დაჯილდოვდა საუკეთესო ფილმის და რეჟისორის, სცენარისა და უცხოური ფილმის ნომინაციაში. სხვათა შორის, „პარაზიტები“ არა მხოლოდ პირველი სამხრეთ კორეული ფილმია, რომელმაც „ოსკარის“ პრემია მიიღო, არამედ პირველი არაინგლისურენოვანი ნამუშევარი, რომელიც კინოაკადემიის ჯილდოთი აღინიშნა.

2019 წელი – „მწვანე წიგნი“ (Green Book) – მართალია, პიტერ ფარელის ბიოგრაფიულ დრამას, რომელშიც მთავარი როლები ვიგო მორტენსენმა და მაჰერშალა ალიმ შეასრულეს, ჯაზ-პიანისტის დონ შირლის რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, მაგრამ მუსიკოსის ნათესავებმა კატეგორიულად უარყვეს მთავარი პერსონაჟის რეალურ პროტოტიპთან მსგავსება. მცირე სკანდალის მიუხედავად „ოსკარის“ ხუთ კატეგორიაში წარდგენილი დრამა სამი პრემიით აღინიშნა საუკეთესო ფილმის, სცენარის და მამაკაცის მეორე პლანის როლის ნომინაციაში.

2018 წელი – „წყლის ფორმა“ (The Shape of Water) – გილიერმო დელ ტოროს ფანტასტიკური მელოდრამის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც „ოქროს ლომი“ საუკეთესო საუნდთრეკის ნომინაციაში დაიმსახურა. მართალია, ფილმის სიუჟეტი – სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლის – მუნჯი გოგონასა და მეცნიერთა კვლევის ობიექტის – ადამიანი-ამფიბიის სიყვარულის ისტორია ერთი შეხედვით საკმაოდ ბანალურად გამოიყურება, მაგრამ მექსიკელმა რეჟისორმა ნამდვილი ვიზუალური შედევრი შექმნა, რომელსაც საკუთარი შემოქმედების ყველაზე რთული ფილმი უწოდა. დელ ტოროს მონდომება ამერიკულმა კინოაკადემიამაც დააფასა, რომელმაც მისი ნამუშევარი ოთხი პრემიით აღნიშნა საუკეთესო ფილმის და რეჟისორის, მუსიკალური და მხატვრული გაფორმებისთვის.

2017 წელი – „მთვარის შუქი“ (Moonlight) – დრამაში, რომელიც ტარელა ელვინ მაკრეინის პიესის მიხედვით შექმნა, ბარი ჯენკინსმა შავკანიანი მოზარდის ისტორია მოუთხრო მაყურებელს. რეჟისორმა სამ ეტაპად დაყო შიროს ცხოვრება, რომელსაც ჯერ დედის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, მერე საკუთარი ჰომოსექსუალიზმის და მეგობრის ღალატის მიღება უწევს და მართლაც არაჩვეულებრივი ფილმი შექმნა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა მისმა ნამუშევარმა სამი „ოსკარი“ დაიმსახურა საუკეთესო ფილმის, ადაპტირებული სცენარის და მამაკაცის მეორე პლანის როლის ნომინაციაში.

2016 წელი – „ყურადღების ცენტრში“ (Spotlight) – ბიოგრაფიულ დრამაში, რომელიც 2015 წელს ვენეციის კინოფესტივალის ორგზის ლაურეატი გახდა, ტომ მაკარტიმ იმ გახმაურებულ სექსუალურ სკანდალზე მოუთხრო მაყურებელს, რომელიც ბოსტონის კათოლიკურ ეკლესიაში მოხდა და საბოლოოდ კარდინალის ბერნარდ ლოუს 2002 წელს მთავარეპისკოპოსის პოსტიდან გადადგომა აიძულა. ფილმი ექვს „ოსკარზე“ იქნა წარდგენილი, თუმცა მხოლოდ ორი პრემია დაიმსახურა საუკეთესო ფილმისა და ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში.

2015 წელი – „ბერდმენი“ (Birdman) – ალეხანდრო ინიარიტუს ტრაგიკომედიამ მაიკლ კიტონის მონაწილეობით, ყოფილი მსახიობის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომელიც ნებისმიერი ხერხით ცდილობს ძველი პოპულარობის დაბრუნებას. მართალია, ერთი დუბლით გადაღებულ გრძელ სცენებში მონაწილე მსახიობებს ძალიან გაუჭირდათ მოცულობითი ტექსტის ჯერ შესწავლა, მერე გათამაშება, მაგრამ მათი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, რადგან „ბერდმენი“ არა მხოლოდ კინოაკადემიის პრემიით აღინიშნა, არამედ 2014 წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

2014 წელი – „მონობის 12 წელი“ (12 Years a Slave) -სოლომონ ნორტაპის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით შექმნილი ისტორიული დრამა, რომელშიც რეჟისორმა სტივ მაკკუინმა მე-19 საუკუნის ამერიკა და შავკანიანი მონების მძიმე ცხოვრება ასახა, უამრავი პრესტიჟული პრემიის და სამი „ოსკარის“ მფლობელი გახდა საუკეთესო ფილმის, ადაპტირებული სცენარის და ქალის მეორე პლანის ნომინაციაში.

2013 წელი – „არგო“ (Argo) – პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც კრიტიკოსების განცხადებით ჰარმონიულად შეერწყა სანახაობა და დოკუმენტალისტიკა, ბენ აფლეკის მეამე და ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. „არგო“, რომელმაც ამერიკული სპეცსამსახურის ოპერაციის და ირანიდან დიპლომატების ევაკუირების დრამატული ისტორია მოუთხრო მაყურებელს, საუკეთესო ფილმის, ადაპტირებული სცენარის და მონტაჟის ნომინაციებში აღინიშნა „ოსკარით, თუმცა მისი ჩვენება სამუდამოდ აიკრძალა ირანში.

2012 წელი – „არტისტი“ (The Artist) – მუნჯი კინოს სტილისტიკით დადგმულ შავ-თეთრ კომედიაში ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა მეტად სახალისოდ მოუთხრო მაყურებელს რომანტიკული ისტორია და მარტივად დააღწია თავი ჟანრისთვის დამახასიათებელ ბანალურობას. მართალია, ჰაზანავიჩუსი წლების მანძილზე ნატრობდა მუნჯი ფილმის დადგმას, მაგრამ დიდხანს ვერ მოიძია საჭირო ფინანსები, რადგან არცერთი პროდიუსერი არ აღმოჩნდა მზად სარისკო წამოწყებაში საკუთარი ფულის დასაბანდებლად. რეჟისორმა დამოუკიდებლად განახორციელა ჩანაფიქრი და არც შეცდა, რადგან მისი ფილმი რა მხოლოდ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა, არამედ „ოსკარიც“ დაიმსახურა. კინოაკადემიის პრემიით აღნიშნა თავად რეჟისორის, მუსიკის ავტორის, კოსტიუმების დიზაინერის და მთავარი როლის შემსრულებლის ჟან დიუჟარდენის ნამუშევარიც.

2011 წელი – „მეფე ლაპარაკობს!“ (The King’s Speech) – ბიოგრაფიულმა დრამამ გეორგ VI-ზე არა მხოლოდ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, არამედ 15-მილიონიანი ბიუჯეტით მთელი 400 მილიონი მოაგროვა და ევროპული გაქირავების ლიდერი გახდა. ბრიტანეთის მონარქსა და მის მტანჯველ ენის ბორძიკზე რეჟისორმა ტომ ჰუპერმა და მთავარი როლის შემსრულებელმა კოლინ ფერტმა მოუთხრეს მაყურებელს და „ოსკარიც“ დაიმსახურა. საერთო ჯამში კინოაკადემიის რვა ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა ოთხი პრემია მოიპოვა საუკეთესო ფილმის და რეჟისორის, ადაპტირებული სცენარისა და მამაკაცის მთავარი როლის კატეგორიებში.

Published in ფილმები
marine
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ბოლო ათწლეულის “ოსკაროსანი” ფილმები 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება