ბითქოინი — გზა თვითგანვითარებისკენ

ბითქოინი არის პირველი ნამდვილად დეცენტრალიზებული ციფრული ფული, რომელმაც ფინანსურ სამყაროში რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი და შეცვალა ჩვენი მიდგომა ფულის მიმართ.

თუმცა ამის გარდა მას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია — მას შეუძლია იყოს თვითგანვითარების, განათლების, საკუთარი თავის გარდაქმნის და თავიდან აღმოჩენის წყარო.

NFA 😉 ADYOR

ფინანსური დამოუკიდებლობა

დღეს ბითქოინის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საზოგადოებაში შესაბამისი განათლების დონე ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გამოვნახოთ გზები და ვიცხოვროთ მხოლოდ ბითქოინზე, მაგრამ მაინც — სანამ არ შეგვიძლია ხელფასების ბითქოინში მიღება და გადასახადების ბითქოინში გადახდა, ფიატ სისტემას ვერსად გავექცევით.

მაგრამ, ამის გარდა, ფინანსური დამოუკიდებლობა სხვა რამესაც ნიშნავს: თუ ადამიანი ბითქოინში აზროვნებს და საკუთარ ფინანსებს მას უკავშირებს, ის ვერასოდეს გახდება სახელმწიფო ან კორპორაციული ინტერესების სამიზნე, როგორც ეს ფიატ სისტემაში ხდება —მაგალითისთვის გაიხსენეთ, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების გადაუხდელობის გამო როგორ გვიბლოკავდნენ საბანკო ანგარიშებს, თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ ეს პირბადეები არაფრის მაქნისია ღია სივრცეში ვირუსის გავრცელების კუთხით. ანუ სახელმწიფოს შეუძლია გითხრას: გააკეთე ის, რაც გეტყვი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გამოიყენებ ფულს, რომელიც შენი გეკუთვნის. გამოდის, შენი ფული შენ არ გეკუთვნის.

ასე რომ გახხსოვდეთ: თუ თქვენი ბითქოინი ცივ საფულეზე ინახება, ვერავინ შეძლებს თქვენით მანიპულირებას და თქვენი საზოგადოებრივი თუ სხვა პოზიციის შერყევას ფინანსური სასჯელის მუქარის ხარჯზე.

მოთმინება და ემოციური მდგრადობა

ბითქოინის ვოლატილურობა ანუ მისი ფასის ხშირი და მკვეთრი ცვალებადობა ჩვენი ემოციური მდგრადობისთვის და მოთმინების უნარისთვის დიდი გამოწვევაა.

ყველაფერი ეს ჩვენთვის ფასდაუდებელი გაკვეთილია, რადგან ასეთი გზით ჩვენ ვსწავლობთ ვიყოთ მეტად დისციპლინირებული და უკეთ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. ბითქოინში ინვესტირება გრძელვადიან ხედვას მოითხოვს, ამიტომ დროებითმა უკუსვლამ არ უნდა შეგვაშინოს.

მსგავსი თვისებების განვითარება გვეხმარება ვიყოთ უფრო მშვიდი და ვიყოთ არა შედეგზე ორიენტირებულები, არამედ ვისიამოვნოთ თვითონ პროცესით.

განათლების წყარო

არსებობს ასეთი ტერმინი rabbit hole (კურდღლის სორო), რომელიც ხშირად გამოიყენება ბითქოინერებს შორის და ნიშნავს სიტუაციას/თემას, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია და რომელიც არის უსასრულო ინფორმაციის/ცოდნის წყარო.

ბითქოინს მრავალი კურდღლის სორო აქვს, მაგრამ თვითონ ბითქოინიც უსასრულო კურდღლის სოროა, რომლისგანაც თავს ვერასდროს დააღწევთ, რადგან ბითქოინი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:

ფინანსები

ისტორია

კვების ინდუსტრია

განათლების სფერო

ტექნოლოგიები

თავისუფლება

პოლიტიკა

მეცნიერება

და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლებზეც შესაძლოა საერთოდ არც კი გიფიქრიათ, მაგრამ რომლებიც შეუცვლელ როლს თამაშობენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

#BTC

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ბითქოინი — გზა თვითგანვითარებისკენ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება