ბებო!!!
წუხელ ბებო დამესიზმრა…
ისე ტკბილად ისე ტკბილად💫🤍
მერე ცხადში დავეძებდი იმ ლეღვის ხეს ეზოს ჩრდილად…
კალათასაც ხელი ვტაცე სადაც დებდა ვაშლის ჩირსაც…
ავდექ კაკლის ჩეროს მიველ მწვანე ნაყოფს რომ გვითვლიდა…
ჩვენც ზამთარში პირს ვიტკბობდით შავი კაკლის მურაბითაც…
ახლა თუთაც შემომწიფდა დაბლა დაყრილს რომ მოგვიდა…
ჩვენც ხის წვერზე შემომსხდარი ვილოკავდით პირს და თითსაც…
ნაზუქების სუნი დადგა კუდსაც მიწვდა ლეკვი ციდა…
მაწონირო შემომჟავდა ბებიამაც დოგვი დღვიბა…
ცხელ შოთს კარაქს მოვუსმევდით დარჩენილებს ვყრიდით ფიჩხსაც…
ღმერთო როგორ დავაბრუნო მტერფზე მდგარი ბებოს წინდა…
წუხელ ბებო დამესიზმრა ისე ტკბილად ისე ტკბილად.💫🤍 გიყვარდეთ ბებიები ნუატკენთ მათ გულს რადგან ყოველთვის არგეყოლებათ ამიტომაც დაფასეთ სანამ თქვენ გვერდით არის ტკბილი ბებო.💫🖤🥺
კომენტარები