ბათუმი 

ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალაა (ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა) წარმოდგენილი ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. ეს მზიანი, ზღვისპირა ქალაქი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ბულვარის, შადრევნების, თანამედროვე არქიტექტურის, იახტებისა და მზის ჩასვლის პეიზაჟის გარეშე. საბოლოოდ კი ამწვანებული წალკოტი – ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ულამაზესი ხედებით, ნამდვილად მოგგვრით სიმშვიდესა და აღტაცებას.

Published in ბლოგი
ანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ბათუმი 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება