აწმყო და წარსულის მოგონებები 😏❤️

რაც იტალიიდან ჩამოვედი ამ ბოლო დროს ქალაქში ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით –  ავტობუსით გადავადგილდები ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში კუთხეში,. ახალი მოდელის ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები კი დამხვდნენ .ვიზუალს ვერ დაუწუნებ , სალონი მოწესრიგებული გრილი ჰაერით ერთი სიტყვით კომფორტული, მარა რა გინდა ქნა ფულის მხვეტავი ( ცუდად არ გამიგოთ არ ვწუწუნებ😁😁😁) სანამ ტრანსპორტში ავალ მომზადებული მიკავია ხელში სამგზავრო ბარათი  ადიხარ მიატყაპუნებ წკაპ დ ჰაიდა “პაშიოლ” მიიტყაპუნა შენი ლარიანი. მიიხედავ_ მოიხედავ და არაა ადგილი რომ ცოტა ჩაიმუხლო კაცები და ახალგაზრდები მოწკეპილები სხედან ვერც გაამტყუნებ ლარი აქვთ გადახდილი ლარიი.  ვინ იცის რა დამღლელი სამუშაოდან მოდიან, ვინ იცის რა შრომის ფასად უჯდებათ იმ ფულის შოვნა, ამიტომაცაა ყველას უნდა კომფორტულად მგზავრობაა მანდილოსნები ზოგი ინდოურებივით ცალ ფეხზე დგანან, ზოგი ცალი ხელით ჩამოპონწიალებულები მაღლა მოაჯირზე, ზოგი კი რკინის ბოძზე ავტობუსის შექანება შემოქანებაზე სტრიპტიზს ცეკვავს😁😁. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი ფიქრებში წასულს გამახსენდა ცხინვალი_ კეხვის, ჯავის და ნოშრეს ყვითელი ფერის ავტობუსიი სოფელი აჩაბეთის ბოგირზე მთელი სისწრაფით რომ გადმოიქროლებდა ხოლმე დილის რეისი. სოფელ-სოფელ უბან-უბან ყველგან იყო გაჩერება ყველამ იცოდა მარა მაინც ყვიროდნენ მგზავრები გააჩერეე _ თუ ცოტა მაგრად არ მოიქცეოდი სოფელ  აჩაბეთში ჩამსვლელს ქურთაში აგიყვანდა , ხოლო ქურთაში ჩამსვლელს კიდევ კეხვშიი😁😁, ცხინვალის ბოგირიდან თუ ჯავის ავტობუსს გამოყვებოდი მაშინ “ბაუუროომ შოფერ” უნდა დაგეძახაა ოსურათ თუ არადა ჯავაში გაგულავებას ვერ ასცდებოდიი😁😁 რამდენჯერ ” პლოდაოებამდე” ავუყვანივარ მძღოლს , პლოდაო” ხომ გახსოვთ? რაც შეეხება ბილეთის საფასურს ათი კაპიკი ღირდაა ვინც პირველი ჩამსვლელი იდგა კარებთათ ნახევრად უნდა მოგეღრიცა თავი და ცალითვალით გადაგეხედა რამდენი კაცი ჩამოდიოდა გაჩერებაზე ერთს გასძახებდი შენი, შენი და შენი ბილეთი გადახდილიაო დაა დამწკრივებულები ჩამოლაგდებოდნენ ნახევარი ავტობუსი ერთი კაცის ანგარიშზე წესი იყო ასეთი😁😁😁 დაუწერელი;  აი ნოშრეს ავტობუსი კი ეს სხვა თემა იყოო , ცხინვალიდან სოფ.  ძარწემის ჩათვლით დღეში რამდენიმე რეისს  რომ აკეთებდა აქაც ყოჩაღად უნდა ყოფილიყავი რომ არ დაგვიანებოდა აი თუ დაგაგვიანდებოდა გიხაროდენ გამოწერილი გქონდა “პეშკომობილი” აჩაბეთი _ ხეითის გავლით ძარწემის გზაა,  თუ ბარგი გქონდა ხომ აღარ გავაგრძელებ. ნოშრე რომ ყაულაანთ მოსახვევში ავიდოდა და ძარწემის გზას დადგებოდა ფეხმძიმე ქალი ფეხზე უნდა დამდგარიყო ყოველ შემთხვევისთვის სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგონიათ😁😁😁 უადგილო ადგილას და უდროო დროს რომ არ გაეჩინა ბავშვი ისეთი გზები იყო, ასე იყო ნამდვილად… .ავტობუსში ირჩეოდა სოფლისა და ბაზრის ამბები ცინცხალცინცხალ ჭორმართალი და მისნაირეები😁😁😁 ერთმანეთს ყურში წასჩურჩულებდნენ,  ქილიკით და მერე გაცინება, – იყო

ასეთი დროო , ტკბილი და თბილი ურთიერთობა სიყვარული , ხალისიანი ცხოვრება ურთიერთპატივისცემა, უფროს უმცროსობა და არ იყო ამდენი ღვარძლი და ბოროტება , სახემშვიდები და ღიმილიანი სახეებით დაიარებოდა ხალხი დღევანდელისაგან განსხვავებით .

ლ. გოგიძე

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

აწმყო და წარსულის მოგონებები 😏❤️

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება