ასწავლეთ შვილებს

ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. 

ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ” ბიგ ბაკს” ან ” ჩიზ ქეიქს” …

ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში რომ ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა,  

ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს. 

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია , რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

 ასწავლეთ,რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია.

 ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია…

ასწავლეთ ვაჟებს რომ , ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის…

ასწავლეთ გოგონებს რომ რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან ბიჭები უფრო დააფასებენ…

ასწავლეთ, ლუკმა მშიერს გაიყონ და არასდროს იტრაბახონ “ადიდასის” ქურთუკით თუ სხვას სცივა. .

.ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანები ღვთისათვის მიუღებელია…

ასწავლეთ შვილებს რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთება. ..

ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ….

ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ.

ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები, ფულის გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ…

ასწავლეთ მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ…

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

ასწავლეთ შვილებს

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება