„ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში…“ – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედიამდე

ქალიშვილი თამარ პატარაია, — ი.გ.) აღმომაჩნდა უცებ. მივხვდი, თაკოს სახით ბავშვებსაც შველა სჭირდებოდათ. გამოვბრუნდი და გამოვიქეცი. გამომყვნენ. მეგონა, ვერ ავაღწევდი, მაგრამ ქოშინი არც დამიწყია, ისე მივაღწიე მთის წვერს (ღმერთო, მე ხომ წინასწარმეტყველი ვარ, მე ვხედავ ამ ტალღებს, ეს ხომ მომავალში მოდის, ჯერ შორსაა, ჩემთვის კი ახლოს ჩანდა). წყალი სწრაფია ძალიან, მაგრამ მე უკვე ავედი თაკოსთან და ჩემ ხალხთან ერთად მთაზე.

ვუყურებ მთის ქიმს, უკვე იქ ვარ. ხეობა ძალიან, ძალიან, ძალიან ღრმაა და ვზომავ მანძილს თვალით — წყალი მთის ქიმამდე ამოვა, მაგრამ ხომ ვერ გადმოლახავს-მეთქი?

აღარ მსურდა ხედვა, არა! გამოვედი, მაგრამ ისევ ვერთვები კოსმოსს. თუმცა, იმდენად ძლიერი იყო შიში, რომ კოსმოსს კივილით მოვწყდი…

ავდექი და წავედი ტყეში, ქოროღლისკენ. იქ პატარა ეკლესიაა, დაუმთავრებელი. თითქმის სირბილით მივდიოდი. როგორ აღმოვჩნდი ამ ეკლესიის წინ, არ მახსოვს. თავისთავად აღმომხდა: „ღმერთო, ღვთისმშობელო მარიამ, შენ უშველე საქართველოს!“ და გამწარებულმა პირჯვარი გადავიწერე.

ოფლი წყალივით ჩამომდიოდა — სიმწრის ოფლი“.

ამ ხედვის შემდეგ ქალბატონი ლელა თითქმის ათი დღე დუმდა — სიტყვა არ უთქვამს, ერთი სიტყვაც კი. მხოლოდ ტიროდა.

სხვათა შორის, იგივე მოხდა ახლაც. შოვის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონ ლელას საერთოდ წაერთვა ლაპარაკის სურვილი. თავს ძალას ატანდა, რომ რამე ეთქვა. თან იცრემლებოდა. მერე ის იყო, შოვში ჯოჯოხეთი დატრიალდა…

თუ რომელიმე ბრიყვი იკითხავს, რატომ ახლაც არ იწინასწარმეტყველაო, მათ თავად ქალბატონი ლელას სიტყვებით ვუპასუხებ:

„რასაც ვხედავ და მეუბნებიან, იმას ვწერ და ვწინასწარმეტყველებ. ეს ყოველივე მოდის კოსმოსიდან… ფრთხილად!!! თუ არ იქნებით ობიექტურები, თუ არ იქნებით მართალი სიტყვის მომტანნი და სამართლის მოქმედნი, ვხედავ, ყველაფერს კარგავთ. ვიმეორებ: ფრთხილად!“

ჰოდა, ფრთხილად, ბატონო ბრიყვებო! სანამ სიტყვის სათქმელად პირებს დააღებთ, მანამ აზრებს „მოუჭირეთ“ და გონება „გაჭინთეთ“, ეგებ რამე სახეირო გამოადნოთ ემაგ მცდელობებიდან.

ეგებ მიხვდეთ, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“. ანუ, თუ ზენაარი თქმის ნება-უფლებას არ მისცემს წინასწარმეტყველს, ის ერთ ასოსაც ვერ წარმოთქვამს. გზანი უფლისანი და ნება მისი კი შეუცნობელ არს.“ –

მარიამ
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

„ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში…“ – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედიამდე

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება